ჩუტყვავილა

კითხვა: ჩემ შვილს აქვს ჩუდყვავილა არის ორი წლის ბიჭი და მისით გაუვლის ეს გამონაყარი თუ რამე წამალი არსებობს?
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩუტყვავილა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზომიერი ცხელება, ასევე კანსა და ლორწოვან გარსებზე გამჭვირვალე და სითხის შემცველი წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი.
ინფექციის გადაცემა ჰაერ–წვეთოვანი გზით ხდება.
ჩუტყვავილას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულება მეორეული ბაქტერიული ინფექციაა. ამ დროს სხეულზე ჩირქოვანი გამონაყარი ჩნდება და შესაძლოა, აბსცესიც კი ჩამოყალიბდეს. ასეთი გართულება თავიდან რომ აიცილოთ, საჭიროა წყლის რეგულარული გადავლება და ანტისეპტიკური ხსნარებით კანის გასუფთავება, ოღონდ ფრთხილად, ბუშტუკები რომ არ დააზიანოთ.
სხვა შემთხვევაში, უმჯობესია, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში პედიატრს, რადგან როგორც უკვე მოგახსენეთ წინა შეტყობინებაში, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა