კითხვა: გამარჯობა, გვაქვს დღითიდღე გაუსაძლისი ჩივილები,მოკლედ გამოკვლევების შედეგად დიაგნოზი ა კიმერლის ანომალია რომლის ჩივილები დღითი დღე გაუსაძლისია როგორც კი გაიღვიძებს დილიდან ცუდად ვართ ყოველი მოძრაობისას ძალიან გთხოვთ დამაკვალიანოთ სასწრაფოდ გვირჩიეს ნევროლოგი
პასუხი:
მოგესალმებით,
კიმერლის ანომალია ხერხემლის აგებულების თავისებურება უფროა ვიდრე დაავადება, თუმცა მას ახასიათებს პათოლოგიური სიმპტომები, ისეთი როგორიცაა: თავბრუსხვევა, ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მეტყველების დარღვევა, მხედველობითი მოშლილობები, კოორდინაციის დარღვევა, კიდურების სისუსტე, შარდვის დარღვევა და ა.შ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, ექიმი–სპეციალისტი დაუნიშნავს პაციენტს შესაბამის და ინდივიდუალურ მკურნალობას.
უფასო კონსულტაციით სარგებლობისათვის, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !