მოგესალმებით,
თიაქარი ვითარდება მაშინ, როდესაც სხეულის შინაგანი ნაწილი დასუსტებული კუნთის კედლის საშუალებით მის ახლომდებარე ქსოვილში ჩადის. ძირითადად ადამიანის კუნთები საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ დააკავოს ორგანოები და ნაწლავები თავის ადგილზე, მაგრამ თუ სადმე არის სუსტი ადგილი შეიძლება განვითარდეს თიაქარი. ჭიპის თიაქრის დროს, ჭიპთან უმტკვინეულო ამონაზარდი ჩნდება. ეს ამონაზარდი შეიძლება გაიზარდოს სიცილის, ხველების, ტირილის და ჭინთვის დროს და შეიძლება შემცირდეს დაწოლის ან მოსვენების დროს.
რაც შეეხება, დაკიდებულ მუცელს და მოდუნებულ მუცლის კუნთებს, რომელიც განვითარებულია, ფეხმძიმობის ან მშობიარობის შემდეგ (როგორც ფიზიოლოგიური, ისე საკეისრო კვეთისას), მუცლის სწორი კუნთების დისტაზიით (დაცილება), ამ მდგომარეობიდან გამოსავალია მიმართოთ პლასტიკური და ესთეტიური ქირურგიის ცენტრს, სადაც გაივლით კონსულტაციას.
გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში ოპერაციები ესთეტიური მედიცინის მიმართულებით არ ტარდება.
ჭიპის თიაქართან დაკავშირებით, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ზოგად ქირურგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !