კითხვა: მუხგლის სახსარში ტრამვის შემდეგ ჩამომიყალიბდა ბურსიტი,რაც ექოსკოპიურმა კვლევამ დაადასტურა. მაინტერესებს რომელი სპეციალობის ექიმის პრეროგატივაა მისი მკურნალობა. მინდა დროულად მოვიშორო ეს პრობლემა თუ შეიძლებას მედიკამენტოზური მკურნალობის გვერდის ავლით მისი მოშორება.მითხხრეს რომ მუხლის სახსარში ინექციის შეყვანით აგვარებენ ამ პრობლემას.თქვენთან თუა შესაძლებელი ამის გაკეთება.წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი:

მოგესალმებით,
ბურსიტი სახსრის სინოვიური აბგის მწვავე ან ქრონიკული ანთებაა და ხსენებულ უბანში ექსუდატის დაგროვება ახასიათებს. სინოვიური აბგა წარმოადგენს სინოვიური სითხით სავსე ტომრისებრ ღრუს. ის სხეულის იმ ადგილას მდებარეობს, რომელზეც მოძრაობისას ყველაზე მეტი მექანიკური დატვირთვა მოდის, მაგალითად, მყესების ქვეშ.
ბურსიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.
ქრონიკული ბურსიტის დროს სინოვიური აბგის მიდამოებში ხშირად ჩნდება კალციუმის ნალექები.
ქრონიკული ბურსიტის ნიშნებია:

  • სინოვიური აბგის კედლის გასქელება;
  • ღრუსშიგა შეხორცებები და კალციფიკაცია;
  • რეგიონული კუნთების ატროფია.

თუ კალციუმის ნადები მეტისმეტად დიდია, მოძრაობისას უსიამოვნო შეგრძნება აღმოცენდება, ამიტომ ნადების მოცილება აუცილებელია. კალციუმის მარილების მოცილება შესაძლებელია როგორც ასპირაციულად (ნემსით გამოწოვა), ისე ქირურგიულად. თუ ქსოვილის შეზრდამ სახსრის სრული უმოძრაობა გამოიწვია, ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მკურნალობის მეთოდთან დაკავშირებით.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა