კითხვა: მაქვს მენისკის ოპერაცია ადრე გაკეთებული და ეხლა სიცივესა და ფიზიკურ მუშაობის შემდეგ ძალიან მაწუხებს რას მირჩევთ რა წამალი მივიღო. მაზი აბი თუ ნემსი. მადლობას გიხდით წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მენისკი მუხლის სახსრის სახსარშიგა, ნახევარმთვარის ფორმის ხრტილია. ასეთი ხრტილი ორია - შიგნითა ანუ მედიალური და გარეთა ანუ ლატერალური.
შესაძლოა საქმე ეხებოდეს, სახსრის რეაქტიული არასპეციფიური ანთებას.
მიმოწერის რეჟიმში მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ და გირჩევთ, თავი აარიდოთ თვითმკურნალობას, რათა არ გამოიწვიოთ მდგომარეობის გაუარესება.
ტკვილის მიზეზის დიაგნოსტირებისათვის და მკურნალობის მეთოდის შესარჩევად, უმჯობესია მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ამის შემდეგ კი, შეგირჩევთ მკურნალობის კურსს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობოთ ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა