ბარძაყის მიდამოს დაბუჟება

კითხვა: გამარჯობა შეკითხვა მაქვს ასეთი: მარჯვენა ფეხის ბარძაყი მიბუჟდება და მიხურს პერიოდულად,ადრე იშვიათად და ეხლა თითქმის ყოველთვის ,როცა ფეხზე ვდგავარ.გთხოვთ დამაკვალიანოდ რომელ სპეციალისტს მივმართო ნევროლოგს თუ ანგიოლოგს, წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით, 

თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე, ჩვენი რჩევა იქნება კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან, რადგან ჩამოთვლილი სიმპტომები მიანიშნებს , რომ შესაძლოა ეს იყოს ხერხემლის პათოლოგია.

კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია და  უპირატესად ხერხემლის სვეტის  ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება, ასევე შესაძლებელია იყოს დისკოს თიაქარი ან მალების სპონდილოზი.

დიაგნოზის დასასმელად შესაძლოა დაგჭირდეთ  ელექტრომიოგრაფია და ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული  ტომოგრაფია.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

თუ გამოირიცხება ნევროლოგიური პათოლოგიები, შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ანგიოლოგი, რომელთანაც აქციის ფარგლებში ვიზიტი უფასოა და მიმდინარეობს ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს.

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა