მოგესალმებით,
ბარძაყის ტკივილი გავრცელებული პრობლემაა, რაც შეიძლება ბევრმა მდგომარეობამ გამოიწვიოს. ბარძაყის ტკივილის ზუსტი მდებარეობის დადგენამ დიაგნოსტიკური თვალსაზრისით შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს.
ბარძაყის სახსრის პრობლემებმა შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ბარძაყის შიდა მხარეს ან საზარდულის არეში. ბარძაყის ტკივილი გარეთა მხარეს, მაგალითად თეძოს ზედა ნაწილში ან დუნდულებზე გამოწვეულია იმ კუნთების, მყესების, იოგების და სხვა რბილი ქსოვილების დაზიანებით რაც გარს აკრავს ბარძაყის სახსარს.
ბარძაყის ტკივილს ზოგჯერ სხეულის სხვა მიდამოებში, მაგალითად წელის ქვედა ნაწილში ან მუხლებში არსებული პრობლემები იწვევს.
შესაძლოა თქვენი პრობლემა უკავშირდებოდეს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული დისტროფიულ (დეგენერაციულ) დაავადებას–კოქსართროზს.
ყველაზე ხშირად სახსრის ცვლილებებს იწვევს:
სახსრის გადატვირთვა - პროფესიული, სპორტული, ყოფითი და სხვა; სასახსრე ხრტილის სისტემური მიკროტრავმები; ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზიები და სტატიკის დარღვევა - სკოლიოზი, ბრტყელტერფიანობა და სხვა, რაც, როგორც წესი, ცვლის სასახსრე ზედაპირის კონგრუენტულობას; ასევე მნიშვნელოვანია სახსრის ტრავმა; სიმსუქნე.
კოქსართროზის დიაგნოზს ადვილად სვამენ რენტგენოლოგიური კვლევის საშუალებით.
რენტგენოგრამაზე ჩანს სახსრის ნაპრალის შევიწროება, ძვლის სტრუქტურის შეცვლა (სკლეროზი, ძვლოვანი წარმონაქმნები) და სხვა.
ადრეული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული კომპლექსური თერაპია უდავოდ იძლევა ეფექტს.
შესაბამისად გირჩევთ, ნუ გადადებთ ვიზიტს ტრავმატოლოგთან, რომელიც სრულფასოვნად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ მკურნალობას.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ტრავმატოლოგთან უფასო ვიზიტს, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა მაწუხებს მენჯის ძვლები.თეძოს ძვლები და მთლიანად ორივე ფეხი.ანუ მთლიანად წელიც მტკივა,რა უნდა გავიკეთო და ფასებიც რო მითხრათ,დიდი მადლობა
პასუხი: