ჰიპერტენზია

კითხვა: ერთი კვირაა მაქვს მაღალი წნევა 170/90 დავლიე კაპტოპრილი მაგრამ გულის წნევა 85 ქვევით არ ჩამოდის.შაქარი უზმოზე პერიოდულად ვიზომე 120, 135.140. ჭამის შემდეგ 170.180.177 ღამის 3 საათზე ამწუთში წნევა 170/95 და შაქარი 145 .მიბრუჟდება ენა ტუჩები ბატელი სხეული მტკივა.რა მივოღო ან რა ვქნა მადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით, 

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, საქმე ეხება არტერიული ჰიპერტენზიას, რომელიც  თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს სამედიცინო პრობლემად მიიჩნევა.

არტერიული წნევა ძალაა, რომლითაც სისხლი სისხლძარღვებს ეჯახება. როცა ეს ძალა მეტისმეტად დიდია, გულს გაძლიერებული მუშაობა უხდება, რაც სისხლძარღვებს აზიანებს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარების რისკს წარმოშობს. საშიშროება ემუქრება ყველა ორგანოს, რომლამდეც სისხლძარღვი მიდის და ვინაიდან ყველა ორგანო ასეთია, არტერიული ჰიპერტენზია მთელ ორგანიზმს უქადის საფრთხეს.

არტერიულ ჰიპერტენზიად ითვლება მდგომარეობა, როდესაც სისტოლური წნევა 140 მმ ვწყ. სვ ან უფრო მაღალია, ანდა დიასტოლური წნევა უტოლდება ან აღემატება 90 მმ ვწყ.სვ-ს. არტერიული ჰიპერტენზიის ასიდან 90-95 შემთხვევაში მიზეზი დაუდგენელი რჩება. ამას პირველადი, ესენციური ან იდიოპათიური ჰიპერტენზია ეწოდება.

ჰიპერტენზიულ პირებში, განსაკუთრებით კი 50 წელს გადაცილებულებში, პირველი რიგის ამოცანა სისტოლური წნევის კონტროლის მიღწევაა. სამიზნე არტერიულ წნევად ანუ იმ წნევად, რომელსაც უნდა მივაღწიოთ და შემდეგ შევინარჩუნოთ, მიჩნეულია <140/90 მმ ვწყ.სვ, რადგან ამ შემთხვევაში კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების ალბათობა საგრძნობლად მცირდება.

გასათვალისწინებელია, რამდენად სწორად იზომავთ წნევას, იდეალურ შემთხვევაში, პაციენტს  არ უნდა ჰქონდეს მოშარდვის სურვილი, ცოტა ხნით ადრე ადგილი არ უნდა ჰქონდეს საკვებისა და კოფეინის მიღებას, თამბაქოს მოწევას ან ვარჯიშს, ასევე რეკომენდებულია წნევის გაზომვამდე  სულ მცირე 5 წუთის მანძილზე დასვენება.

სადღეისოდ ჰიპერტონიას მკურნალობენ არა ერთი წამლით, არამედ რამდენიმე პრეპარატის შერწყმით. შედეგად წნევა არამხოლოდ სტაბილურად ქვეითდება, ასევე გვერდითი ეფექტებიც მცირდება.

ექიმი ითვალისწინებს დაავადების სტადიასა და კლინიკურ ფორმას, გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან გართულებების არსებობას (სტენოკარდია, გულის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევა), სხვა ორგანოების ფუნქციის დარღვევებს (სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქოსპაზმი და ა.შ.).

შეგვიძლია გირჩიოთ და შემოგთავაზოთ, ჩვენს კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში,  სრულ კარდიოლოგიურ გამოკვლევაზე ფასდაკლება, დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს:  https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

ასევე,  შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა