ბარძაყის დაბუჟება - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა. მარცხენა ფეხის ბარძაყი მიბუჟდება ხშირად ფეხზე დიდხანს რომ ვდგევარ , შემდგომ ტკივილში გადამდის და ხერხემალის გაბუჟებაც მეწყება ბარძაყის ზემოთ წელთან. 2 წუთი ჩაკუზულ მდგომარეობაში ყოფნა საკმარისია რომ ფეხის და წელის გაბუჟება მივლის. ხან წოლის დროსაც ვგრძნობ ბარძაყის გაბუჟებას. ამ ბოლოს ბარძაყის გაბუჟება ცუდათ მხდის გულს მიჩქარებს და ა.შ. წელიწადზე მეტია რაც გაბუჟებას ვგრძნობ. რაუნდა იყოს გამომწვევი მიზეზი. ნერვოლოგს მივმართო? თქვენი რჩევა მჭირდება. დიდი მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,

როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია და  უპირატესად ხერხემლის სვეტის  ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება, ასევე შესაძლებელია იყოს დისკოს თიაქარი ან მალების სპონდილოზი.

აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან.

დიაგნოზის დასასმელად კი, შესაძლოა დაგჭირდეთ  ელექტრომიოგრაფია და ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული  ტომოგრაფია.

კლინიკის  აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას,  ვრცლად  იხილეთ  ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

თუ გამოირიცხება ნევროლოგიური პათოლოგიები, შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ანგიოლოგი, რომელთანაც აქციის ფარგლებში ვიზიტი უფასოა და მიმდინარეობს ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს.

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა