მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. პარკინსონის დაავადება ნეიროდეგენერაციულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება და მას თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები განაპირობებს. გამომწვევი მიზეზი უცნობია ,თუმცა ცნობილია ,რომ თავის ტვინში ვითარდება დოფამინის დეფიციტი ,რაც მის პროგრესულ დაზიანებას იწვევს.
პარკინსონის დაავადებით უმეტესწილად 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები ავადდებიან, თუმცა არც თუ იშვიათად , 30 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებშიც გვხვდება.
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, თქვენი სიმპტომებიდან გამომდინარე, ჩვენი რჩევა იქნება კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან, ვინაიდან წარმოდგენილი სიმპტომები შესაძლოა ხერხემლის და ზურგის ტვინის პათოლოგიას უკავშირდებოდეს.
დიაგნოზის დასასმელად შესაძლოა დაგჭირდეთ ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია,რომელზეც, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ მნიშვნელოვან ფასდაკლებას. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !