ბაქტერიული ვაგინოზი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ჰერპესი

კითხვა: გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ და მომცეთ სწორი რჩევა. პრობლემა შემდეგშია. დაახლოებით 10 თვის წინ შევქმენი ოჯახი, მალევე დამეწყო ჩივილები, კერძოდ: წვა შარდვის დროს, ქავილი, გამონადენი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. გინეკოლოგთან ვიზიტისა და შესაბამისი გამოკვლევების შედეგად, დამიდგინდა ბაქტერიული ვაგინიტი, სოკო, საშვილოსნოს ყელის ეროზია. ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, მეუღლემაც ჩაიტარა ჩემი დიაგნიზის შესატყვისი გამოკვლევები (მეუღლეს არ აღენიშნებოდა არანაირი სახის ჩივილები), რის შედეგადაც აღმოაჩნდა მხოლოდ სოკო. ვიმკურნალეთ ორივემ, თუმცა, მკურნალობის დასრულების შემდეგ, მალევე განმეორდა იგივე სიმპტომები, გამოკვლევების შედეგად დამიდგინდა ისევ ბაქტერიული ვაგინიტი, სოკო, ურეაპლაზმა, ჰერპესი. მეუღლემაც კვლავ ჩაიტარა გამოკვლევები, რომლის შედეგად არ დაუდგინდა არც ერთი აღნიშნული დაავადება (გარდა ჰერპსესისა, რომლის მატარებელიც არის უკვე რამდენიმე წელია. ასევე, მკურნალობის პერიოდში, ბუნებრივია გვქონდა მხოლოდ დაცული სქესობრივი კონტაქტი). შესაბამისად, ექიმს მისთვის მკურნალობა არ დაუნიშნავს. კვლავ ჩავიტარე მკურნალობა, თუმცა ამჟამად ისევ შემაწუხა იგივე სიმპტომებმა, ხოლო გამოკვლევების შედეგად კვლავ დადგინდა კანდიდოზი და ბაქტერიული ვაგინიტი. მეუღლე კონსულტაციისთვის ეწვია ამჯერად სხვა სპეციალისტს, რომელმაც დაუნიშნა მკურნალობა ურეაპლაზმაზე, ჰერპესზე და სოკოზე, ისე, რომ არ ჩათვალა საჭიროდ გამოკვლევები. ექიმის გადაწყვეტილება ემყარებოდა იმ აზრს, რომ რადგან აღმომაჩნდა ზემოხსენებული დაავადებები, აუცილებელი იყო პარტნიორის მკურნალობაც იგივე დაავადებებზე. მისი განმარტებით, შესაძლბელი იყო, რომ მეუღლის გამოკვლევამ არ აჩვენა ურეაპლაზმა, თუმცა იგი შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც და აუცილებელი იყო მკურნალობის ჩატარება. აღნიშნულმა ექიმმა, აუცილებლად ჩათვალა იგივე მკურნალობის ჩატარება ჩემთვისაც. ამჟამად, ვმკურნალობ გინეკოლოგის მიერ ბოლოს დანიშნული მედიკამენტებით. საჭიროა თუ არა ამ მკურნალობის დასრულების შემდეგ, გავაგრძელო მკურნალობა იმ დანიშნულებით, რაც მისცა მეუღლეს ვენეროლოგმა? ხომ არ იქნება სახიფათო ჯანმრთელობისთვის დროის ასეთ მცირე მონაკვეთში შესაბამისი მედიკამენტების მიღება? ასევე, მაინტერესებს, თუკი ბოლოს დანიშნული მკურნალობის დასრულების შემდეგ აღარ შემაწუხებს ზემოხსენებული ჩივილები, მაინც საჭირო იქნება თუ არა მეუღლეს ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ჩატარება? რამდენადაც ვიცი, ჰერპესი არ იკურნება და რამდენად აქვს აზრი ჰერპესზე მკურნალობას? მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით, 

ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ინფექციური დაავადებაა. იგი ზოგიერთ შემთხვევაში უსიმპტომოდ ვითარდება. ქალის ორგანიზმს გააჩნია სპეციალური დაცვითი მექანიზმი, რომელიც იცავს მას სხვადასხვა ინფექციებისგან, ერთ-ერთი კომპონენტი ამ მექანიზმის არის - ლაქტობაცილა, რომელიც მდებარეობს საშოში და იცავს ქალის ორგანიზმს ბაქტერიებისგან. ბაქტერიული ვაგინოზი არის საშოს ნორმალური მიკროფლორის გარკვეული ზემოქმედებით პათოლოგიურად შეცვლა, რაც იწვევს გარკვეულ დამახასიათებელ კლინიკურ სურათს.

რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის ეროზიას, იგი საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია, რომელიც მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. როდესაც აქ არსებული ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის და ჩამოიფცქვნება, დაზიანებულ ზედაპირზე ჩნდება დეფექტი, წყლული, რომელსაც ეროზიას უწოდებენ.

საშვილოსნოს ყელის ეროზიის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება გამოკვლევის კომპლექსური მეთოდი, რომელიც მოიცავს საშვილოსნოს ყელის სარკეებით დათვალიერებას, კოლპოსკოპიურ კვლევას, დაზიანებული უბნების ბიოფსიას და ჰისტოლოგიურ და ციტოლოგიურ შესწავლას.

ჰერპეს ვირუსით დაავადების რისკი მაღალი აქვთ სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებს. ვირუსი კანის კანთან კონტაქტისას გადაედება, მისი წყარო კი, წესისამებრ, ინფიცირებული ზრდასრულია. ხშირია ინფიცირება კოცნის, სახეზე შეხების, სხვისი საპარსი თუ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისას, თანაც არა მხოლოდ მაშინ, როცა ინფექციის წყაროს გამონაყარი აქვს.  მაშინაც კი ,როდესაც გამონაყარი არ შეინიშნება, ჰერპესვირუსით დაავადებული  ადამიანი მაინც ავრცელებს ინფექციას.

როგორც თავადაც აღნიშნეთ, ჰერპესის ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, საწყისი აფეთქების შემდეგ, ვირუსი ლატენტურ ფაზაში გადადის და ზურგის ტვინში აგრძელებს ცხოვრებას, თუმცა, არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ შეამსუბუქონ სიმპტომები და შეამცირონ სხვების ინფიცირების რისკი.

დამატებით ,რაც თქვენს შემთხვევასთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ , არის შემდეგი :

აუცილებელია თქვენი და მეუღლის ერთდროული და ხანგრძლივი მკურნალობა .

შეცდომა იყო ,რომ თავიდანვე თქვენმა მეუღლემაც არ დაიწყო მკურნალობა .

 სქესობრივი აქტის დროს დაცვის საშუალების გამოყენება არ გამორიცხავს ინფიცირების შესაძლებლობას ,თანაც ეს არ გულისხმობს მხოლოდ იმას ,რომ შეიძლება კონდომი გაიხეს .საქმე იმაშია ,რომ კონდომის გამოყენების მიუხედავად , კიდევ ბევრი  წესის დაცვაა საჭირო იმისათვის ,რომ ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია პარტნიორიდან არ გადაგედოთ .ამაში შედის კონდომის გაკეთების და მოხსნის წესები,ხელების ანტისეპტიური დამუშავების წესები და ა.შ. ,რომელიც ძირითადად , პრაქტიკული გამოყენებისათვის , ძალიან რთულია და ამიტომაც ვენეროლოგები პირადაპირ კრძალავენ სქესობრივ ურთიერთობას მკურნალობის პერიოდში .

მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს , ხოლო ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მიმართოთ ვირუსოლოგს კლინიკა „ ტესტი IMP–ში” თბილისი. ონიაშვილის ქ. 20 .

რაც შეეხება უშუალოდ თქვენს მკურნალობას , გინეკოლოგიური მომსახურების კუთხით ჩვენს კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია.

ასევე გვაქვს სრულ გინეკოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლება, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა