აზოოსპერმია

კითხვა: გამარჯობა,მაქვს აზოოსპერმია ჩავიტარე ექიმის დანიშნულებით მკურნალობის ერთი კურსი შედეგი არანაირი არ იყო,მაინტერესებს ეშველება ამ დაავადებას რამე?და გამოსავალი რაშია?
პასუხი:


მოგესალმებით,
აზოოსპერმია ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ეაკულატში (სპერმაში) სპერმატოზოიდების აღმოჩენა შეუძლებელია.
არსებობს აზოსპერმიის ორი ფორმა: ობსტრუქციული და არაობსტრუქციული.
ობსტრუქციული აზოოსპერმიის დროს, როგორც წესი, ჰორმონების დონე და სათესლე ჯირკვლების ზომა ნორმაშია, თუმცა შესაძლოა, სპერმატოზოიდების სპერმაში გადასვლას სათესლის დანამატის გადიდება, სასქესო ორგანოებში მიმდინარე ანთებითი პროცესები, ან რეპროდუქციულ ორგანოთა ტრავმები უშლიდეს ხელს.
არაობსტრუქციული აზოოსპერმიის დროს კი, სპერმატოზოიდების გამომუშავება საერთოდ შეუძლებელია.
აზოოსპერმია მამაკაცის სქესობრივ აქტივობაზე გავლენას არ ახდენს, თუმცა აღნიშნული პათოლოგია უნაყოფობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
აზოოსპერმიის სამკურნალოდ, მიზანშეწონილია სპეციალური კვების რეჟიმის დანიშვნა, რომელიც ცხოველური და მცენარეული ცილებით, A, C, E, B12 ვიტამინებით, მიკროელემენტებით (ცინკი, სელენი) მდიდარი საკვებისა და ინდივიდუალურად შერჩეული ბიოაქტიური დანამატების მიღებას გულისხმობს.
იმ შემთხვევაში, როცა კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა, საჭიროა, გაკეთდეს სათესლე ჯირკვლის ბიოფსია (TESA) ან მინი ღია ოპერაცია (TESE). ამ მეთოდების საშუალებით ხდება სათესლე ჯირკვალში სპერმატოზოიდების მოძიება, ასპირაცია და შემდგომში ინ ვიტრო განაყოფიერება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა