მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შრომის უნარის დაკარგვის და ცხოვრების ხარისხის გაუარესების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. ართროზის დროს სახსრის ყველა ელემენტი ზიანდება.
აქედან გამომდინარე, შესაძლოა "დაბალი ტემპერატურა" ართროზიდანაც გამომდინარეობდეს, თუმცა ამას დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ.
ასევე, შესაძლოა ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობდეს. იგივე სიმპტომი შეიძლება მეტყველებდეს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევაზე, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციონირებაზე (ჰიპერთირეოზი).
უნდა გამოირიცხოს შინაგანი ორგანოების ( თირკმელები, ყელი, კუჭ-ნაწლავების ტრაქტი) პათოლოგია, გაკეთდეს სისხლის ანალიზი, გამოირიცხოს უროლოგიური პრობლემა თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნა მაშინ შეიძლება სიცხე ნევროზული ხასიათის იყოს.
შეუძლია პაციენტს მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, თერაპევტთან კონსულტაციის მიზნით.
ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერების შემდეგ, შესაძლებელი იქნება გაგეცეთ ამომწურავი პასუხი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა.მყავს 75 წლის დედა,რომელსაც აქვს ართროზი.ამასთან ერთად კარგახანია აქვს 37,5მდე სიცხეები.ფილტვები სუფთა აქვსო და ისედაც არაფერი აწუხებს,სიარული უჭირს.მაინტერესებს ართროზისთვის დამახასიათებელია დაბალი ტემპერატურა?
პასუხი: