ართროზი, ოსტეოპოროზი, არითმია

კითხვა: მაწუხებს მუხლის არე, მაქვს ართროზი, ოსტეოფოროზი, და სითხე, ასევე მააქვს არითმია, რით შეიძლება მკურნალობა
პასუხი:

 

მოგესალმებით,

მოგახსენებთ, რომ ართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შრომის უნარის დაკარგვის და ცხოვრების ხარისხის გაუარესების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. ართროზის დროს სახსრის ყველა ელემენტი ზიანდება.

რაც შეეხება  ოსტეოპოროზს,  ამ დროს  მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა და იცვლება ძვლის შენება. ძვლები მყიფდება, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს. ოსტეოპოროზს ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს, ის ხშირად ფარულად მიმდინარეობს და პირდაპირ გართულებით - ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით - იჩენს თავს.

ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მობრძანდეთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე.

არითმია კი, წარმოადგენს მდგომარეობას, როცა გულის რითმი დარღვეულია. არითმია, იგივე დისრითმია არის დაავადებათა ჯგუფი. გულის ცემა შეიძლება იყოს ძალიან სწრაფი, ან ძალიან ნელი.

არსებობს არითმიების ოთხი ძირითადი ტიპი. ექსტრა შეკუმშვები, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, ვენტრიკულური არითმიები და ბრადიარითმიები.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ,  გამწვავების რისკი გულის არითმიების დროს, პაციენტებმა მკაცრად უნდა დაიცვან ყველა სამედიცინო რეკომენდაცია ძირითადი დაავადებების (ჰიპერტენზია, თირეოტოქსიკოზი, გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი კარდიოსკლეროზი, გულის თანდაყოლილი და შეძენილი ავადმყოფობა, მიტრალური სტენოზი და ა.შ.) მკურნალობის კუთხით.

მიმოწერის რეჟიმში მედიკამენტებზე ვერ მიგითითებთ და ვერც თქვენზე მორგებულ რეკომენდაციას მოგცემთ.

ამიტომ, შემოგთავაზებთ კლინიკის აქციის ფარგლებში, სრულ კარდიოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

ტრავმატოლოგთან კი, უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა