მოგესალმებით,
შარდში ლეიკოციტების მაღალი შემცველობა შესაძლოა ანთების (ცისტიტი) მიზეზი იყოს, რაც შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია, თუმცა შარდის გამომყოფ გზებს ისეთი ანატომიური წყობა აქვს, რომ როდესაც ცისტიტზე ვლაპარაკობთ, შარდის ბუშტის ანთებასთან ერთად შარდსადინარის ანთება - ურეთრიტიც იგულისხმება.
დასაზუსტებელია, გაქვთ თუ არა სხვა ჩივილები, რის გამოც საჭირო გახდა შარდის საერთო ანალიზის ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ ქალებში ცისტიტის მიზეზების კვლევისას მნიშვნელოვანია სასქესო ორგანოების დაავადებების კვლევაც ,ამიტომ გთავაზობთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს მდგომარეობას ობიექტურად, დაგინიშნავთ დამატებით საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, გამიკეთდა შარდის ანალიზი, რის შედეგადაც ლეიკოციტების მაღალი დონე იქნა აღმოჩენილი და რას შეძლება გამოეწვია ეს?
პასუხი: