აქილევსის მყესის ანთება

კითხვა: გამარჯობა.ქუსლის ზემოთ მყესებზე გაჩნდა სიმაგრე,რის გამოც მოძრაობა მიჭირს.ტრავმატოლოგმა ანგიოლიგთან გამგზავნა,ანგიოლოგმა სავარაუდოდ აქილევსის მყესის ანთებააო.გთხოვთ მიპასუხოთ რომელ სპეციალისტს მივმართო.მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. აქილევსის მყესის ანთება მისი ზედმეტი დატვირთვით გამოწვეული დაზიანებაა. აქილევსის მყესი ის ქსოვილია, რომელიც კანჭის კუნთებს აერთებს ქუსლის ძვალთან.
მყესის ანთებას განმეორებითი, ხშირი დატვირთვა იწვევს. მყესი სიარულის, სირბილის, ხტუნვის, ფეხისწვერებზე დადგომის დროს იჭიმება.
აქილევსის მყესის სტრუქტურა ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება, რის შედეგადაც, მოზრდილ ადამიანებში დაზიანების რისკი დიდია, განსაკუთრებით სპორტის რომელიმე სახეობის მიმდევრებში ან მორბენალებში.
აქილევსის მყესის ანთების დროს ტივილი ძირითადად საშუალო სიმძიმით იწყება, ფეხის უკანა ზედაპირზე ან ქუსლის ძვალთან, სირბილის ან სხვა აქტივობის შემდეგ. ძლიერი ტკივილი კი შესაძლოა ხანგრძლივ სირბილს, მაღალ კიბეზე ასვლას ან სწრაფ მოძრაობებს მოჰყვეს.
აქილევსის მყესის ანთების მკურნალობა ძირითადად ექვემდებარება მარტივ, სახლის პირობებში შესაძლებელ საშუალებებს, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
მკურნალობა ანთების შემდგომი ეპიზოდების განმეორების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია. ანთების უფრო მძიმე შემთხვევებმა შესაძლოა მყესის რუპტურა (გაწყვეტა) გამოიწვიოს, რასაც ქირურგიული ჩარევა სჭირდება.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ექიმი ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, დააზუსტებს დიაგნოზს და შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
გაცნობებთ, რომ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა