ანტენატალური პროგრამა

კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს თქვენთან ორსულთა კონსულტაცია რა ღირს და სოციალური თუ მოქმედებს. როგორც წინა სამი ორსულობა სავარაუდოდ ვფიქრობ რომ ახლაც მძიმე ორსული ვიქნები და მჭირდება კვალიფიციური ექიმი
პასუხი:

გამარჯობა! ჩვენს კლინიკაში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული  – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის  ანტენატალური მეთვალყურეობის ვაუჩერი.ანტენატალური მეთვალყურეობით გათვალისწინებული მომსახურების  ვაუჩერის მისაღებად ორსულობის მე-13 კვირამდე უნდა მიმართოთ შერჩეულ კლინიკას,  სადაც გაივლით ანტენატალურ მეთვალყურეობას მშობიარობამდე.პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა გინეკოლოგიურ მომსახურებებს ( ექიმთან კონსულტაცია ,ანალიზები ,ექოსკოპია) . ზოგადად კლინიკაში ექიმთან ვიზიტის ფასია 50 ლარი . ჩვენთან მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმები და  შესაძლებელია  ნებისმიერი სირთულის ორსულის მართვა.  გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით ,გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა