ანორგაზმია

კითხვა: თუ შეგიძლიათ მითხრათ რა შეიძლება იყოს ანორგაზმიის მიზეზი მამაკაცებში?
პასუხი:

მოგესალმებით, დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია, ვეცდებით დაგეხმაროთ და მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ანორგაზმია მამაკაცებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, თუმცა მაინც გვხვდება და გამოიხატება ორგაზმის მიღწევის უნარის მკვეთრი დაქვეითებით ან არარსებობით. ანორგაზმია მამაკაცებში უმეტესად გამოხატულია სქესობრივი კავშირის დროს, ხოლო არაგენიტალური სტიმულაციის დროს შესაძლებელია არსებობდეს ეაკულაციაც და ორგაზმიც. კაცების ანორგაზმიის აბსოლიტური უმეტესობა (90 %) გამოწვეულია ფსიქოლოგიური ფაქტორებით, დანარჩენი პროცენტი ორგანული დარღვევებით.
ანორგაზმია ზოგიერთ შემთხვევაში გამოწვეულია სამედიცინო პრობელემებით და მედიკამენტებით:
● დიაბეტური ნეიროპათია;
● გაფანტული სკლეროზი;
● გენიტალიების დაზიანება;
● პოსტქირურგიული გართულებები;
● მენჯის ტრავმა;
● ჰორმონული დისბალანსი;
● ზურგის ტვინის დაზიანება;
● კარდიოვასულური დაავადებები;
● ანტიდეპრესანტების გამოყენება (სეროტონინის უკუმიტაცების რეცეპტორების სელექციური ინჰიბიტორები);
● ჰეროინის მიღებით გამოწვეული ანორგაზმია.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია მიმართოთ სექსოლოგს ან უროლოგს. კლინიკაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქცია , რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ ისარგებლოთ უროლოგთან უფასო კონსულტაციით. იგი შეკრებს თქვენს ანამნეზს , შეაფასებს ზოგად მდგომარეობას , გაგცემთ ამომწურავ პასუხს და დაგიგეგმავთ მკურნალობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან. აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა