ანევრიზმა

კითხვა: სალამი მაინტერესებს mri რა ჯდება თქვენთან, თავის ტვინზე , ანევრიზმა რომელი კვლევით უფრო დგინდება ნათლად , და იქნებ ფასებიც მითხრათ რომელსაც მირჩევთ
პასუხი:

მოგესალმებით,

ანევრიზმა წარმოადგენს სისხლძარღვის კედლის ლოკალურ დასუსტებას, რომელიც გამოიხატება კედლის დილატაციით და გახეთქვისკენ ტენდენციით, რაც იწვევს თავის ტვინში სისხლდენას (ჰემორაგიული ინსულტი).

ჩვენს კლინიკაში, თავის ტვინის სისხლძარღვების გამოსაკვლევ ოქროს სტანდარტს წარმოადგენს ცერებრული ანგიოგრაფია.

ხოლო ანევრიზმების ოპერაციული გამოთიშვის მიზნით მივმართავთ ენდოვასკულურ მეთოდს,რომელიც ნაკლებად ტრავმული და მნიშვნელოვნად ეფექტურია ყველა თვალსაზრისით.

ამ ტიპის ოპერაციის დროს ვიყენებთ SHIMADZU–ს ორმკლავიან ანგიოგრაფს Trinias B12–ს. ეს აპარატი ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ანევრიზმის გამოსავლენად სრულ დიაგნოსტიკაზე ფასდაკლებას,  კვლევაში შედის:

● თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია;

● კისრის მაგისტრალური სისხლძარღვების (ექსტრაქრანიალური) დოპლეროგრაფია;

● ნევროლოგის ან ნეიროქირურგის კონსულტაცია (საჭიროების მიხედვით).

ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31252/anevrizma---tqveni-sicockhlis-safrtkhe

ასევე, აქციის ფარგლებში  გვაქვს ფასდაკლება, თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, თუ გსურთ იხილოთ ვრცლად, მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/20576/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-magnitur-rezonansuli-tomografia-da-nevrologis-konsultacia-330-laris-nacvlad-250-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა