მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში, რთულია ზუსტი დიაგნოსტირება, თიმცა სავარაუდოდ საქმე ეხება, სოკოვან ინფექციას, რომელსაც კანდიდოზის სახელითაც ხშირად იხსენიებენ.
ამ მიკროორგანიზმს, ძალიან უყვარს ადამიანის ორგანიზმზე ან ორგანიზმში ცხოვრება.
სოკოვანი ვაგინიტის დროს ქალს საშოს შეწითლება, ტკივილი, ქავილი და ხაჭოსებრი გამონადენი აწუხებს.
ბაქტერიულ ვაგინოზს იწვევს საშოში ნორმაში არსებული რომელიმე მიკროოგანიზმის ჭარბი ზრდა.
შარდსასქესო ორგანოების კანდიდოზი უმეტესად დაავადებულთან ან ინფექციის მატარებელთან სქესობრივი კონტაქტით გადაედება, წესისამებრ, მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა დათრგუნულია.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, სრულ გნეკოლოგიურ კვლეაზე, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
რაც შეეხება შარდის შეუკავებლობას, საკმაოდ არის გავრცელებული და მას ბევრი ფაქტორი განაპირობებს.
მაგალითად: მშობიარობის დროს მოშვებული კუნთები და იოგები, მენსტრუალური და ჰორმონული ცვლილებები, ცისტიტი და ა.შ.
თუ ჩაიტარებთ შემოთავაზებულ გინეკოლოგიურ კვლევას და შარდის შეუკავებლობის გინეკოლოგიური პრობლემა გამოირიცხება, შემოგთავაზებთ უროლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გიუსრვებთ ჯანმრთელობას.