ხერხემლის თიაქარი

კითხვა: გამარჯობა. რამდენიმე დღეა მარჯვენა ფეხზე დამეწყო ტკივილი, მთელ ფეხზე არა, წვრილად სიგრძეზე რაღაც ელვისებურად მომივლის რამდენიმე წამი, თითქოს დენი ურტყამსო და ქრება. ორი წლის წინ ხერხემლის თიაქარზე ვიმკურნალე. ეხლა ხერხემალზე და წელზე დიდად ტკივილები არ მაწუხებს. რა შეიძლება ფეხის ტკივილის მიზეზი იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით, მალთაშუა დისკოს თიაქრის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს ხერხემლის არხის შევიწროება და შედეგად, ნერვული ღეროებისა და ზურგის ტვინის კომპრესია. ამან, თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს მიმდებარე ქსოვილების ანთება და შეშუპება. ამ დროს პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილი მალთაშუა დისკოს თიაქრის ლოკალიზების ადგილას და ნერვული ღეროების გასწვრივ. მალთაშუა დისკოს თიაქარი არის ხერხემლის ოსტეოქონდროზის მძიმე გართულება. უკანა და გვერდითი მიმართულებით გამოვარდნილი დისკოს თიაქარი აწვება ნერვის ფესვს, იწვევს ნერვის ანთებას და შეშუპებას. ზეწოლის ქვეშ მყოფი ნერვი გადასცემს ტკივილის იმპულსებს თავის ტვინს, რაც პაციენტის მიერ აღქმულია, როგორც ტკივილი იმ მიდამოში, რომელსაც აინერვირებს აღნიშნული ნერვი. ხერხემლის თიაქარის სიმპტომებია:
• დაბუჟება ფეხის თითებში;
• ტკივილი ფეხში, უფრო ხშირად ფეხის უკანა და ზოგჯერ წინა და გარეთა ზედაპირის გასწვრივ ტერფამდე;
• იზოლირებული ტკივილი წვივსა და ტერფში;
• დაბუჟება საზარდულის მიდამოში;
• მუდმივი ხასიათის ტკივილი წელის მიდამოში. ხერხემლის გულმკერდის მიდამო.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, მდგომარეობის ობიექტური შეფასებისათვის და თქვენი ჩივილის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაცია ყოველ პარასკევს. თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები. აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა