ლიმფური კვანძები

კითხვა: გამარჯობა.ყურისქვემოთ შემიშუპდა.პერიოდულად მაქვს გამაგრებული პერიოდულად რბილია.მტკივა ყრუთ.ტემპერატურა არ მაქვს.
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ლიმფურ კვანძებზე, რომლებიც ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენენ, ის ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს.
ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს.
ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, ამიტომ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ექიმი დაათვალიერებს სასმენ არხს ინსტრუმენტულად, ხოლო ანთებითი პროცესის დადასტურების შემთხვევაში, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა