ამონორეა

კითხვა: მოგესალმებით. ვარ 39 წლის და მენსტრუაცია შემიჩერდა 3 თვეა, რატომ? ორსულად არ ვარ. მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ნორმალური მენსტრუალური ციკლის არსებობა საკვერცხის ჰორმონების დონის ცვლილებაზეა დამოკიდებული.
საკვერცხეები, თავის მხრივ, თავის ტვინში არსებული ენდოკრინული ორგანოს, ჰიპოფიზის, მიერ გამომუშავებულ ჰორმონებზე რეაგირებენ. ჰიპოფიზის რეგულატორი ჰიპოთალამუსია.
როგორც აღნიშნავთ, ორსულად არ ბრძანდებით, როცა ორსულობა გამორიცხულია, მეორეული ამენორეის მიზეზი შეიძლება იყოს საკვერცხის, საშვილოსნოს, ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის დაავადება. ჰიპოთალამურ ამენორეაზე მაშინ საუბრობენ, როცა დარღვეულია ამ ორგანოს მიერ ჰორმონების პროდუქცია. ეს ჰორმონული დარღვევა ჰიპოფიზზე ახდენს გავლენას. სწორედ ჰიპოფიზმა უნდა გამოიმუშაოს საკვერცხეზე მოქმედი ჰორმონები.
ასევე შესაძლებელია, ამონორეის მიზეზი იყოს კონტრაცეფცია.
თუ რით არის გამოწვეული თქვენს შემთხვევაში, მენსტრუალური ციკლის შეჩერება, დისტანციურად რთულია გიპასუხოთ.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და თქვენთან ერთად დაგეგმავს მკურნალობის კურსს.
გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა