მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ თმის ცვენის პროცესი უმეტესწილად მრავალკომპონენტიანია. მიზეზები შესაძლოა იყოს ლოკალური, იმუნური, მეტაბოლური, ენდოკრინული და ა.შ. ფაქტორებით განპირობებული.
ალოპეციის მთავარი მიზეზი თმის ფოლიკულებზე ანდროგენების ზემოქმედება და ფოლიკულთა მემკვიდრეობითი თავისებურებებია.
ანდროგენული ალოპეციის დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზს, კლინიკურ სურათს, კვლევის სხვადასხვა მეთოდის (ტრიქოგრამის, სისხლის ბიოქიმიური ანალიზის, ჰორმონული გამოკვლევის და ა.შ.) მონაცემებს, კანის პათომორფოლოგიას, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის კონსულტაციას.
როგორც აღნიშნავთ ჩატარებული გაქვთ გამოკვლევები ჰორმონებზე და მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია, თუმცა უმჯობესია კვლავ გაიაროთ ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია, რომ დარწმუნებით გამოირიცხოს ენდოკრინული პათოლოგიები, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ ვიზიტი განახორციელოთ გინეკოლოგთან.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვანი კვლევა, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-
ხოლო, გინეკოლოგთან კონსულტაცია აქციის ფარგლებში უფასოა და მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით
ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !