კოლიტი, ლიმფადენოპათია

კითხვა: მადლობა პასუხისთვის თქვენი აქციით ვისარგებლე და აღმომაჩნდა კოლიტი და ერთ უბანზე ლიმფოდენოპათია ანუ შემიძლია სიმსივნის არსებობა გამოვრიცხო ამ დასკვნის საფუძველზე ხომ მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
კოლიტი არის მსხვილი ნაწლავის ანთება. იგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. კოლიტი ვითარდება მსხვილ ნაწლავში ინფექციის მოხვედრისას, ლორწოვან გარსზე და ნერვულ რეცეპტორებზე ტოქსინების მოქმედების შედეგად.
რაც შეეხება ლიმფადენოპათიას , იგი კრებითი სახელია და ლიმფური კვანძების დაავადებას ნიშნავს.
სიმსივნის არსებობის შემთხვევაში, ექიმი–გასტროენტეროლოგი ეკა ზალიკიანი, აუცილებლად შეგატყობინებდათ პათოლოგიის არსებობას.
მიჰყევით ქალბატონი ეკას რეკომენდაციებს, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა