რა არის შაკიკი?

რა არის შაკიკი?

შაკიკი

შაკიკი (ჰემიკრანია, ნახევარი თავის ტკივილი) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც აღენიშნება მსოფლიო მოსახლეობის 10-12%-ს.

შაკიკი ხასიათდება მწვავე მფეთქავი (მოპულსირე) ტკივილით, რომელიც თავს იჩენს თავის ერთ ან ორივე მხარეს.  თავის ტკივილი შეტევითი ხასიათისაა და გრძელდება 4-დან 72 საათამდე. შაკიკის ტკივილს ხშირად ახლავს:

  • გულისრევა
  • სინათლისა და ხმაურის აუტანლობა
  • კიდურების დაბუჟება
  • სისუსტე
  • მეტყველების ხანმოკლე დარღვევა

შაკიკის რისკ ფაქტორები:

შაკიკის განვითარებას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის:

  • ჰორმონალური ცვლილებები
  • ფსიქოემოციური სტრესი
  • კვებისა და ძილის დარღვევა
  • გენეტიკური ფაქტორები, რაც დიდი მნიშვნელობის მატარებელია

შაკიკის ფორმები

შაკიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა შაკიკი აურით, რომელსაც კლასიკურ შაკიკსაც უწოდებენ. აურა შეიძლება იყოს:

  • მხედველობითი (მოციმციმე წერტილები თვალის წინ, სინათლის გაელვება)
  • ყნოსვითი (უსიამოვნო სუნის შეგრძნება)
  • მოძრაობითი (კიდურების დაბუჟება, სისუსტე)

აურას თან სდევს ტკივილის ფაზა. ვინაიდან თავის ტკივილი უამრავი დაავადების ზოგადი სიმპტომია, აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზი მძიმე პათოლოგიების გამოსარიცხად. ამისთვის, ნევროლოგთან ვიზიტი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

დამატებითი ინფორმაცია

დეტალური ინფორმაციის გასაგებად და ექიმთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერის მიზნით, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25

 

მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილი ლუბლიანას 29)

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ