კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსი ჭარბ წონასთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია
ინტერვიუში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- ჭარბი წონა;
- კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსის უპირატესობები;
- ,,ახალ სიცოცხლეში“ ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული ბოტოქს-ინექცია.
ჭარბ წონასთან ბრძოლა მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის დაუძლეველ პრობლემადაა ქცეული. ხშირად სწორედ აღნიშნული პრობლემაა ძალიან ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზი და ის სიცოცხლისთვის საშიშიც შეიძლება გახდეს.
ჭარბი წონის დასამარცხებლად მედიცინამ ბარიატრიული ქირურგია განავითარა, რომელიც სხვადასხვა სახის ოპერაციულ ჩარევას გულისხმობს და ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიმართულებაა.
კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ წლებია წარმატებით ტარდება სლივ-გასტრექტომია, უსისხლო, ლაპაროსკოპიული მეთოდით. კლინიკის ბარიატრიულ ქირურგებს უამრავი წარმატებული შედეგის გახსენება შუძლიათ. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე პაციენტმა 100 კგ დაიკლო, ძალიან ბევრი კი 60-75 კილოს დაემშვიდობა.
პაციენტებისთვის, რომლებსაც სურთ 15–დან 35 კგ–მდე წონის დაკლება, სლივ–გასტრექტომიის პარალელურად, კლინიკაში დანერგილია ჭარბი წონის კლების რამდენიმე მეთოდი, რომლებიც ენდოსკოპიურად ტარდება (კუჭის ენდოსკოპიური ბალონირება და ბოტოქს–ინექცია). აღნიშნული მეთოდის საშუალებით, არაერთი პაციენტი დაემშვიდობა ზედმეტ კილოგრამებს და აგრძელებს ცხოვრებას ჭარბი წონის გარეშე.
ჩვენს კლინიკაში კიდევ ერთი წარმატებული კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქს-ინექცია ჩატარდა, რომლის შესახებაც კლინიკა ,,ახალი სიცოცხლის“ ქირურგ-ენდოსკოპისტი, ირაკლი პაიჭაძე გვესაუბრება.
- რა არის კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქს-ინექცია?
- კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქს-ინექცია წარმოადგენს წონაში კლების ენდოსკოპიურ მეთოდს (ოპერაციის გარეშე). აღნიშნული მეთოდის საშუალებით ბოტულინის ტოქსინი შეგვყავს კუჭში, რაც იწვევს კუჭის მოცულობის შემცირებას და ყალიბდება დროებითი გასტროპარეზი (კუჭის გვიან დაცლა შიგთავსისგან).
- რა უპირატესობა აქვს კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსს სხვა მეთოდებთან შედარებით?
- კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსს აქვს მთელი რიგი უპირატესობები, კერძოდ:
- ტარდება ამბულატორიულად;
- მანიპულაცია ენდოსკოპურია;
- უმტკივნეულოა;
- ნაკლებად ტრავმულია;
- აქვეითებს მადასა და შიმშილის შეგრძნებას;
- ჭარბი წონით გამოწვეული დაავადებების პრევენციის საშუალებაა;
- არ აზიანებს კუჭის ლორწოვანს;
- პაციენტი უბრუნდება ჯანსაღ წონას;
- არ სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია.
- როგორ ტარდება აღნიშნული მანიპულაცია?
- კუჭის ბოტოქს-ინექცია ენდოსკოპიური წესით ტარდება, ხანმოკლე ინტრავენური ნარკოზის ქვეშ. ენდოსკოპიური გზით, სპეციალური საინექციო ინსტრუმენტით განსაზღვრული რაოდენობის ბოტულინის ტოქსინი (ბოტოქსი, დისპორტდი ან სხვა ალტერნატიული საშუალება) შედის კუჭის ლორწოვანი გარსის შესაბამის უბნებში. პაციენტი გაღვიძებისთანავე გრძნობს შედეგს, კერძოდ, მაძღრობასა და მადის დაქვეითებას.
- დაახლოებით რამდენი კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი და როდის შეიმჩნევა შედეგი?
- აღნიშნული ჩარევა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სურს 15-35 კილოგრამის დაკლება. პაციენტი რამდენიმე თვის განმავლობაში ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშაა, იკლებს ჯანსაღად, შედეგი კი გრძელვადიანია. წონაში კლების პროცესი იწყება პაციენტის გაწერის დღიდანვე, ხოლო საბოლოო შედეგი დაახლოებით 5-6 თვეში მიიღწევა.
- რას გვეტყვით თქვენს პაციენტზე, როგორი იყო თავდაპირველად მისი მდგომარეობა და როგორ გრძნობს ამჟამად თავს?
- 27 წლის გოგონამ, რომელიც გახლდათ 120 კგ, მომართა ჩვენს კლინიკას ჭარბწონიანობის პრობლემით.
პაციენტს აღენიშნებოდა:
- წონაში პროგრესული მატება;
- ქოშინი და მოძრაობის შეზღუდვა ფიზიკური დატვირთვისას;
- ქვედა კიდურების შეშუპება;
- შრომისუნარიანობის დაქვეითება;
უშედეგოდ მკურნალობდა დიეტოლოგთან.
სპეციალური მომზადების შემდეგ, გოგონას ჩაუტარდა კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქს-ინექცია, უსისხლო, ლაპაროსკოპიული მეთოდით. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტს გაწერის დღიდანვე აღენიშნა მადის დაქვეითება და მუდმივად დანაყრების შეგრძნება. ამჟამად იმყოფება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც სპეციალურ კვებას შეურჩევს გარკვეული დროის შემდეგ.
- როგორია პროცედურის შემდგომი პერიოდი და როდის დაუბრუნდება პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს?
- კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქს-ინექცია, როგორც აღვნიშნე, ტრავმული საერთოდ არ არის, შესაბამისად, არ სჭირდება სარეაბილიტაციო პერიოდი. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოიცავს მხოლოდ ერთ დღეს. ჩვენი პაციენტი აღნიშნული ჩარევიდან რამდენიმე საათში თავს აქტიურად გრძნობდა, არ ჰქონდა ოპერაციის შემდგომი ტკივილები და გართულებები. იგი გაწერის დღიდანვე დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ძალიან მალე კი მისთვის სასურველ საბოლოო შედეგს მიაღწევს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!