სპირომეტრიული გამოკვლევა კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის

სპირომეტრიული გამოკვლევა კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის

თერაპევტის კონსულტაცია

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ აქციას, რომელიც მოიცავს ექიმი თერაპევტის კონსულტაციას, სპირომეტრიას და გულმკერდის რენტგენოგრაფიას.

აქცია მოქმედებს ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, ღირებულება კი, 98 ლარია. კონსულტაციას გაგიწევთ ექიმი თერაპევტი მაია ლომიძე და ნინო დანელია.

თუ თქვენ გადაიტანეთ კორონავირუსული ინფექცია, თუნდაც მსუბუქად, მაგრამ  პირველადი გამოჯანმრთელების შემდეგაც, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უჩივით ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა:

  • ხველა (უპირატესად მშრალი, სპაზმური ხასიათის);
  • ნახველის ჭარბი პროდუქცია;
  • ოფლიანობა;
  • ადვილად დაღლა;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • ზოგადი სისუსტე.

მიმართეთ ექიმ თერაპევტს და იქონიეთ მჭიდრო ურთიერთობა ინფექციის გადატანის შემდგომ, მინიმუმ 6 თვის მანძილზე.

სპირომეტრია გამოიყენება ფილტვების გარეგანი სუნთქვის ფუნქციური დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის. 

გულმკერდის რენტგენოგრაფია გამოიყენება ფილტვების კეროვანი დაზიანების აღმოსაჩენად. დროულად დიაგნოსტირებული დაავადება  და დაწყებული მკურნალობა გამოჯანმრთელების საწინდარია.

აქციით სარგებლობისთვის, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე (032) 2 12 25 25 !

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ