კომპლექსური კვლევები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის

კომპლექსური კვლევები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის

კლინიკა ,,ახალი სიცოცხლის’’ შეთავაზება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების თითქმის ნახევარს უვითარდება დიაბეტური ნეიროპათია.

ნეიროპათიის განვითარების რისკი მეტია პაციენტებში, ვისაც სისხლში შაქრის დონე დარეგულირებული არ აქვს, ასევე მწეველ და ჭარბწონიან პაციენტებში.

პერიფერიული ნეიროპათია უხშირესად იწყება ჩივილებით ტერფებში, თუმცა შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილში გამოვლინდეს მონონეიროპათიის სახით.

 

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ ჩივილებს:

  • მგრძნობელობის დაქვეითება;
  • ტემპერატურული ცვლილებების შეგრძნების დაქვეითება ცხელ და ცივ საგნებთან შეხებისას ან მუდმივი სიცივის ან სიმხურვალის შეგრძნება;
  • ე.წ. „ჭიანჭველების ცოცვის“ შეგრძნება, წვის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნება;
  • კუნთების სისუსტე, კანკალი.

 

ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტი შეფასდეს ენდოკრინოლოგის და ნევროლოგის მიერ. ნეიროპათიის დასადგენად საჭიროა ჩაუტარდეს აპარატურული კვლევა- ელექტრონეირომიოგრაფია.

დიაგნოზის დადგენისას პაციენტს უნდა დაენიშნოს კომბინირებული მკურნალობა სპეციალისტების მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული გართულებები, როგორიცაა წყლული, განგრენა და ამპუტაცია.

აქცია ძალაშია სამშაბათს და ხუთშაბათს და მოიცავს სრულ კვლევას, რომელსაც 330 ლარის ნაცვლად 240 ლარად ჩაიტარებთ:

  1. ენდოკრინოლოგის კონსულტაციას

  2. ნევროლოგის კონსულტაცია

  3. ელექტრონეირომიოგრაფია

  4. გლიკოზირებული ჰემოგლობინის გაბსაზღვრას სისხლში

აქციით სარგებლობისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე (032) 2 12 25 25 ან 577 059 900

მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას №29

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ