ნებისმიერი ერთი სახსრის მრტ (MRI)

ნებისმიერი ერთი სახსრის მრტ (MRI)

ერთი სახსრის მრტ კვლევა

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ კვლევებს ციფრულ, 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე Siemens Magnetom Vida 3T.

 

3 ტესლა მრტ თავისი მძლავრი  და ინოვაციური Tim 4G არქიტექტურით იღებს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, რაც რადიოლოგებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ უმცირესი ზომის ანატომიური სტრუქტურებიც კი, რაც ზუსტი დიაგნოზის გარანტიაა.

Magnetom Vida 3T მოიცავს Native Direct MR ართროგრაფიას, რომელიც იძლევა საშუალებას დამატებითი კონტრასტული აგენტების საჭიროების გარეშე მივიღოთ მაღალი ხარისხის გამოსახულება. ის განსაკუთრებით ღირებულია მყესებისა და ხრტილების დაზიანებების შესაფასებლად.

 

3 ტესლა მრტ აპარატი Siemens Magnetom Vida 3T გამოირჩევა:


• უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით;
• 50-80%-ით შემცირებული კვლევის ხანგრძლივობით;
• განიერი გვირაბით, რაც ჭარბწონიანი პაციენტების გამოკვლევის საშუალებას გვაძლევს;
• აუდიო მხარდაჭერით (სასურველი მელოდიის მოსმენის შესაძლებლობა);
• ვიდეო მხარდაჭერით (სასურველი ვიდეოს ყურების შესაძლებლობა);
• არანაირი კლაუსტროფობია (განათების და ვენტილაციის მაღალი დონე).

 

კვლევა ტარდება ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით  24/7

 

კვლევაზე ჩასაწერად გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25

 

მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილი ლუბლიანას 29)

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ