კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ რადიოლოგიური კვლევები
ვინაიდან ფილტვის დაავადებები დღევანდელი მედიცინის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ გულმკერდის დაბალდოზიან კტ კვლევას უახლეს, 160 შრიან აპარატზე (TOSHIBA AQUILION LIGHTNING SP). იგი გამოირჩევა მინიმალური სხივური დატვირთვით, გამოსახულების უმაღლესი ხარისხით და კვლევისთვის საჭირო დამხმარე რეჟიმებით.
გადაუდებლად მიმართეთ კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ და ჩაიტარეთ ფილტვის დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია თუ:
- ხართ 50 ან მეტი წლის;
- აქტიური ან პასიური მწეველი;
- მოწევას ახლო წარსულში დაანებეთ თავი;
- ხართ გენეტიკურად მიდრეკილი სასუნთქი სისტემის დაავადებებისკენ;
- ხართ სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადების მქონე (ტუბერკულოზი, ფიბროზი, ბრონქოექტაზია);
- შეგინიშნავთ სისხლიანი ნახველი, ადვილად დაღლა, წონაში კლება, დაბალი ტემპერატურა;
- თქვენი სამუშაო უკავშირდება კონტაქტს მავნე ნივთიერებებთან: საღებავებთან, მძიმე მეტალებთან (ასეთები შეიძლება იყვნენ მშენებლები, მხატვრები, მძღოლები, მაღაროს თანამშრომლები და ა.შ.).
შეთავაზების ფარგლებში ჩაიტარებთ ფილტვის კომპიუტერულ ტომოგრაფიას და საჭიროების შემთხვევაში, თორაკალური ქირურგის, პულმონოლოგ ზაზა ლომიძის კონსულტაციას.
დაბალდოზიან კვლევაში იგულისხმება მინიმალური დასხივების რეჟიმი, გამოსახულების ხარისხის შენარჩუნებით და კლინიკური ღირებულების მაღალი სანდოობით, რის საშუალებასაც იძლევა კლინიკაში არსებული, 160 შრიანი აპარატი (Toshiba Aquilion Lightning SP).
კვლევა ტარდება ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 24/7.
კვლევაზე ჩასაწერად გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25
მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილი ლუბლიანას 29)
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ