
საყურადღებო ინფორმაცია კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის!
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ CT (კომპიუტერული ტომოგრაფია) კვლევას დადასტურებული და საეჭვო კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის.
კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება შესაძლებელია ყოველდღე, 17:00 საათიდან 21:00 საათამდე.
კვლევის ჩასატარებლად ვიყენებთ ულტრათანამედროვე, 160-შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფს Toshiba Aquilion Lightning SP, რომელიც გამოირჩევა მაქსიმალური კლინიკური შესაძლებლობებით, უსწრაფესი სკანირების ფუნქციით.
კვლევის ჩასატარებლად საჭიროა შემდეგი პროცედურების გავლა:
- რეკავთ ცხელ ხაზზე 577 059 900;
- ოპერატორისგან იღებთ შესაბამის ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა ჩაიტაროთ კვლევა;
- აგზავნით პირადობის მოწმობის და ოჯახის ექიმის მიმართვის სურათს Viber-ის ან Whatsapp-ის საშუალებით ნომერზე 577 059 900;
- ასევე შეგიძლიათ, პირადობის მოწმობა გამოაგზავნოთ ელფოსტის მეშვეობით info.surgery@aversi.ge ან Info.Nlife@aversi.ge;
- შემდეგ ათანხმებთ კლინიკაში მოსვლის დროს;
- ადგილზე მოსული იტარებთ სასურველ კვლევას.
პასუხს მიიღებთ მომდევნო სამუშაო დღის მეორე ნახევარში.
ასევე, გთავაზობთ COVID-19-ით ინფიცირებულთა კლინიკური მართვისთვის ინფორმაციულ, მნიშვნელოვან და საჭირო შემდეგ ლაბორატორიულ შვიდ კვლევას:
- D-დიმერი;
- კოაგულოგრამა;
- სისხლის საერთო ანალიზი;
- C რეაქტიული ცილა;
- ALT, AST (ღვიძლის ფუნქციური სინჯები);
- კრეატინინის განსაზღვრა;
- ფერიტინის განსაზღვრა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ