კლინიკა "ახალმა სიცოცხლემ" წარმატებით გაიარა KTQ საერთაშორისო აკრედიტაცია!

კლინიკა

კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა "ახალმა სიცოცხლემ" წარმატებით გაიარა KTQ (Kooperation für Transparenz und Qualität im Krankenhaus) საერთაშორისო აკრედიტაცია! 
 ჩვენი პაციენტებისთვის ეს ნიშნავს უფრო უსაფრთხო, ხარისხიან და მაღალ დონეზე ორგანიზებულ სამედიცინო მომსახურებას.
ეს სერტიფიკატი ჩვენ პაციენტებზე ზრუნვის კიდევ ერთი გამოვლინებაა, ვინაიდან დადასტურდა ჩვენი სამედიცინო მომსახურების შესაბამისობა უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან.
ამიერიდან "ახალი სიცოცხლე" გთავაზობთ მაქსიმალურად უსაფრთხო და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უდავოდ მოიტანს საუკეთესო კლინიკურ შედეგებს .