კიბოს უფასო სკრინინგი საქართველოს მოქალაქეებისთვის

კიბოს უფასო სკრინინგი საქართველოს მოქალაქეებისთვის

კიბოს უფასო დიაგნოსტიკური კვლევები - სკრინინგ პროგრამები კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ონკოლოგიური პროცესები, ხშირად, ორგანიზმში ფარულად მიმდინარეობს და შემთხვევით ვლინდება ან მოგვიანებით იჩენს თავს, როდესაც პროცესი საკმაოდ შორსწასულია. სწორედ ამიტომ, ავთვისებიანი დაავადებების დროული აღმოჩენა-დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ეფექტური მკურნალობისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
 
აქედან გამომდინარე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“, სრულიად უფასოდ, გთავაზობთ კიბოს დიაგნოსტიკურ კვლევებს.
სკრინინგული პროგრამებით სარგებლობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს.

თუ რა კვლევებს აერთიანებს აღნიშნული პროგრამა, დეტალურად ქვემოთ გაეცნობით:

უფასო დიაგნოსტიკური კვლევები დედაქალაქში რეგისტრირებული პირებისთვის:

კოლორექტული კიბოს სკრინინგი გთავაზობთ მსხვილი ნაწლავის გამოკვლევას (50–70 წლის ქალებისა და მამაკაცებისთვის)

  • ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარება;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლონოსკოპიური კვლევა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღება;
  • აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიური კვლევა.

სარძევე ჯირკვლის სკრინინგი – გთავაზობთ სარძევე ჯირკვლის კვლევას (40-70 წლის ქალბატონებისთვის)

  • მამოლოგის მიერ ძუძუს ფიზიკალური გასინჯვა;
  • მამოგრაფიული გამოკვლევა 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით);
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური კვლევა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგი (25-60 წლის ქალბატონებისთვის)

  • საშვილოსნოს ყელის დათვალიერება და PAP-ტესტის გაკეთება;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლპოსკოპიური კვლევა;
  • საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღება;
  • აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიური კვლევა.

 უფასო კვლევები რეგიონებში რეგისტრირებული პირებისთვის:

კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისათვის:

  • ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარება;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლონოსკოპია;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღება (მათ შორის, მცირე ზომის პოლიპების ამოკვეთა);
  • აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიური კვლევა.

ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში:

  • მამოლოგის მიერ ძუძუს ფიზიკალური გასინჯვა;
  • მამოგრაფიული გამოკვლევა 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით);
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ექოსკოპიის კონტროლით ძუძუს ბიოფსია;
  • აღებული ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური კვლევა. 

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში

  • ოჯახის ექიმის და/ან გინეკოლოგის მიერ გასინჯვა;
  • პაპ-ნაცხის აღება;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპია;
  • საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება;
  • აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიური კვლევა.

პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვით

  • საერთო პროსტატსპეციფიკური ანტიგენის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (t-PSA);
  • საერთო პროსტატსპეციფიკური ანტიგენის მაჩვენებლის ე.წ. რუხ ზონაში დაფიქსირების შემთხვევაში შრატში თავისუფალი პროსტატსპეციფიკური ანტიგენის კონცენტრაციის განსაზღვრა (Free PSA) ქემილუმინესცენცია. 

შეგახსენებთ, უფასო სკრინინგული პროგრამებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში რეგისტრირებული პირები. 

ჩვენთან ჩატარებულ დიაგნოსტიკურ კვლევებზე მიიღებთ დროულ და კომპეტენტურ პასუხებს. კლინიკაში დაგხვდებათ უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურა და მოგემსახურებათ პროფესიონალ ექიმთა გუნდი.

ზუსტი დიაგნოზი და დროულად დაწყებული მკურნალობა ამ დაავადებასთან ბრძოლის უმთავრესი ფაქტორია.

უფასო კვლევებზე წინასწარ ჩასაწერად გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე (032) 2 12 25 25 ან 577 059 900!

კიბო განაჩენი არ არის!

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ