ანგიოლოგიური შეთავაზება

ანგიოლოგიური შეთავაზება

ანგიოლოგის კონსულტაცია და სისხლძარღვების დუპლექს სკანირება მხოლოდ 60 ნაცვლად, პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის!

თქვენ ჩაგიტარდებათ, როგორც არტერიული ასევე ვენური დაავადებების სკრინინგი და დიაგნოსტიკა.

ანგიოლოგის კონსულტაცია და სისხლძარღვების დუპლექს სკანირება მხოლოდ 60 ნაცვლად, პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის.

ისარგებლეთ შეთავაზებით: სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.

♦ ქვემო კიდურების არტერიული დაავადებები, როგორიცაა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, არტერიების ანევრიზმა, დიაბეტური ტერფის სინდრომი.

თუ გაწუხებთ შემდეგი სახის ჩივილები:

  • 200 მეტრამდე გავლის შემდგომ ტკივილი ქვემო კიდურში;
  • შაქრიანი დიაბეტი – ტერფების გიცივება ან წყლულების გაჩენა;
  • მოპულსირე წარმონაქმნი მუცლის არეში;
  • თუ გაქვთ ამპუტირებული ტერფი, თითები ან ქვემო კიდური;

♦ არტერიული დაავადებების დროს სისხლძარღვების დუპლექს სკანირება საშუალებას იძლევა ერთდროულად მოხდეს სისხლძარღვის სტრუქტურის შეფასება, მასში სისხლის ნაკადის სიჩქარის, დიამეტრის, სტენოზის ხარისხი განსაზღვრა და რაც მთავარია, შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა!

ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს
თუ გაწუხებთ შემდეგი სახის ჩივილები:

  • სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში
  • ქვემო კიდურებზე დიდი გაგანიერებული ვენების არსებობა 
  • ქვემო კიდურების შეშუპება 
  • სიარულის გაძნელება

♦ ქვემო კიდურების ვენების დუპლექს სკანირება საშუალებას იძლევა განისაზღვროს მისი გამავლობა, თრომბოზის არსებობა, შეფასდეს სარქვლოვანი აპარატის მდგომარეობა!

კლინიკა ახალი სიცოცხლე ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე!
მობრძანდით, გამოიყენეთ ჩვენი სამედიცინო რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალი.

შეთავაზების ფარგლებში, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს მოგემსახურებათ სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ძაძუა.

დეტალური ინფორმაციის გასაგებად და ექიმთან კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერის მიზნით, გთხოვთ, დაგვირეკეთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25

 

მისამართი: დიღომი, გ. ჟვანიას 7 (ყოფილი ლუბლიანას 29)

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ