ენდოსკოპისტის უფასო კონსულტაცია

ენდოსკოპისტის უფასო კონსულტაცია

კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსი კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

მოგეხსენებათ, კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ პაციენტებს სთავაზობს კუჭის ბოტოქსის ენდოსკოპიურ პროცედურას, რომელიც ჭარბი წონის მოშორების ერთ-ერთი უახლესი მეთოდია.
იგი ამბულატორიული პროცედურაა, რომელიც ტარდება ხანმოკლე ანესთეზიით.
მანიპულაციისთვის საჭიროა მხოლოდ 30 წუთი. ენდოსკოპიური გზით ქირურგ–ენდოსკოპისტი კუჭის კუნთოვან შრეში ბოტოქსის ინექციას შეიყვანს, მანიპულაციის დასრულების შემდეგ კი, პაციენტი იმავე დღეს ეწერება ბინაზე. დეტალურად კუჭის ბოტოქსის შესახებ ინფორმაციას იხილავთ ბმულზე.

ამასთან დაკავშირებით, კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აცხადებს აქციას, რომლის ფარგლებშიც ჩაიტარებთ ენდოსკოპისტის უფასო კონსულტაციას, რის შემდეგაც, საჭიროებისამებრ, დაიგეგმება კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქს-ინექცია!

აქცია ძალაშია ორშაბათს, პარასკევს და შაბათს!

პროცედურა ტარდება ბოლო თაობის, მსოფლიოში საუკეთესო, იაპონური წარმოების ენდოსკოპიური აპარატით OLYMPUS EVIS EXERA III CV190.

უფასო კონსულტაციის ფარგლებში პაციენტებს მოემსახურებიან ენდოსკოპისტები: ლაშა სილოგავა და გიორგი სიჭინავა.

აქციით სარგებლობისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25
კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ პაციენტებს ემსახურება 24 საათიან რეჟიმში, კვირაში 7 დღე!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ