ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ფუნქციონირებს ენდოსკოპიური კაბინეტი.
კლინიკა პაციენტებს სთავაზობს ენდოსკოპიური კვლევებისა და მანიპულაციების სრულ სპექტრს. „ახალ სიცოცხლეში“ შეგიძლიათ ისარგებლოთ ყველა იმ თანამედროვე მეთოდით, რომელიც დანერგილია მსოფლიოს პრესტიჟულ კლინიკებში.
აღსანიშნავია კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ბოლო თაობის, მსოფლიოში საუკეთესო, იაპონური წარმოების ენდოსკოპიური აპარატი 190 სერიის OLYMPUS EVIS EXERA III CV, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზებითა და მანევრირებით. აპარატის წყალობით ექიმებს საშუალება აქვთ, დროულად აღმოაჩინონ კუჭ-ნაწლავის სიმსივნური დაავადებები, ჩაატარონ ეფექტური სამკურნალო მანიპულაციები, რაც ჩვენი ქვეყნის ყველა კლინიკაში არ ტარდება. აპარატის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობაა HD ხარისხის გამოსახულება, რაც ექიმს საშუალებას აძლევს დასვას ზუსტი დიაგნოზი, დაათვალიეროს კუჭ-ნაწლავის სისტემის ყოველი მილიმეტრი და დროულად აღმოაჩინოს ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა სიმსივნური პროცესები ადრეულ (in situ) ეტაპზე და შესაბამისად, დროულად დაიწყოს მისი მკურნალობა.
„ახალი სიცოცხლის“ უახლესი თაობის ენდოსკოპიური აპარატი ლიდერია კუჭ-ნაწლავის ნებისმიერი პათოლოგიის დიაგნოსტირებისთვის!
ენდოსკოპიურ აპარატთან ერთად, ენდოსკოპიური კაბინეტი აღჭურვილია გერმანული “ERBE”–ს ფირმის უახლესი, ჩვენს რეგიონში უნიკალური არგონოპლაზმური კოაგულაციის აპარატით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვუმკურნალოთ სხვადასხვა დაავადებას ღია ოპერაციების გარეშე. მისი წყალობით შესაძლებელია ონკო დაავადებების პრევენცია, მაგალითად, ბარეტის საყლაპავის აბლაცია ენდოსკოპიური მეთოდით. აღსანიშნავია, რომ ის ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და კიბოსწინარე დაავადებად ითვლება, ვითარდება საყლაპავის თიაქრის დროს.
ვატარებთ მცირე ინვაზიურ ჩარევებს სანაღვლე გზებზე, კუჭზე, მსხვილ ნაწლავზე. ასევე გთავაზობთ საყლაპავის ვარიკოზული ვენების ლიგირებას, ბარეტის საყლაპავის აბლაციას. ენდოსკოპიურ კაბინეტში წარმატებით მიმდინარეობს სისხლდენის შეჩერების მანიპულაციები, სხვადასხვა წარმონაქმნის ამოკვეთა ენდოსკოპიური მეთოდით.
„ახალ სიცოცხლეში“ რეგულარულად ტარდება ექიმ–სპეციალისტთა უფასო კონსულტაციები. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციებით გასტროსკოპიულ და კოლონოსკოპიურ კვლევებზე. აქციების დახმარებით პაციენტებს საშუალება ეძლევათ მცირე დანახარჯებით მიიღონ სრული და მაღალკვალიფიციური სერვისი.
აქციას უძღვება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ქირურგი–ენდოსკოპისტი ირაკლი პაიჭაძე.
ბატონი ირაკლი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების შესახებ გვესაუბრება.
– წყლულოვანი დაავადება რა ასაკის ადამიანებში ვლინდება?
– წყლულოვანი დაავადება უხშირესად გვხვდება 31-დან 50 წლამდე ასაკის პაციენტებში. მეტწილად წყლულოვანი დეფექტები ლოკალიზებულია 12–გოჯა ნაწლავის ბოლქვში და კუჭის ანტრალურ ნაწილში. ამ დაავადების სიმპტომებია ტკივილი და წვა ეპიგასტრიუმის არეში (კუჭის არეში) პერიოდულ გულძმარვასთან ერთად, რომელიც შიმშილის დროს უფრო ძლიერდება (ე.წ. მშიერი ტკივილები). წყლულოვანი დაავადების ძირითადი გამომწვევი (50-70%) მიზეზია ჰელიკობაქტერია (Helicobacter pylori), ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ალიმენტარული (კვებითი), ქიმიური (მედიკამენტოზური) და სტრესული ფაქტორებით.
წყლულოვანი დაავადების დროს ხშირია ისეთი გართულებები, როგორიცაა სისხლდენა, მალიგნიზაცია (გადაგვარება), პერფორაცია (ორგანოს კედლის მთლიანობის რღვევა), პენეტრაცია („ჩაზრდა“ სხვა ორგანოში). ამიტომაც მნიშვნელოვანია წყლულოვანი დაავადების ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობა, რათა დროულად მოხდეს ზემოთხსენებული გართულებების თავიდან აცილება.
– რას გვეტყვით გასტროეზოფაგური რეფლუქსის გამომწვევ მიზეზებსა და სიმპტომებზე?
– გასტროეზოფაგური რეფლუქსი არის პათოლოგია, რომლის დროსაც კარდიალური სარქველი სრულად არ იხურება, რის დროსაც ხდება კუჭის შიგთავსის ამორტყორცნა საყლაპავში. ამ დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია: არარეჟიმული კვება, სხვადასხვა სპორტული და ფიზიკური დატვირთვა. აღნიშნული დაავადების დროს თავს იჩენს ისეთი ჩივილები როგორიცაა: გულძმარვა, ბოყინი, გულისრევის შეგრძნებები, ღებინება, ბეჭებში წვა, უზმოზე მკვეთრად უსიამოვნო სუნი და გემო პირში, წნევის ცვალებადობა, ტკივილი, შებერილობა და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები.
– რამდენიმე ძირითადი რისკ–ფაქტორი, რომელიც გასტროეზოფაგური რეფლუქსის მდგომარეობას ამძიმებს.
– აღნიშნული პათოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და საყურადღებო რისკ-ფაქტორია ბარეტის საყლაპავის განვითარება, რომელიც კიბოსწინარე დაავადებად ითვლება. ამ დროს ხდება საყლაპავის ქვედა მესამედის დაწყლულება და ქსოვილოვანი გადაგვარება.
– შესაძლებელია თუ არა რიგი ღონისძიებებით დაავადების პრევენცია და როგორ, რას გვირჩევთ?
– გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება და დიაფრაგმის საყლაპავი მილის ხვრელის თიაქარი ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ გარკვეული ცხოვრების წესის შეცვლით და მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობის ფონზე ამ დაავადებისგან გამოწვეული ჩივილების განეიტრალება შესაძლებელია.
– როგორ ხდება გასტროეზოფაგური რეფლუქსის დიაგნოსტირება და მკურნალობა კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“?
– გასტროეზოფაგური რეფლუქსის დიაგნოსტირება შესაძლებელია ენდოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეშვეობით. აღნიშნული დაავადების მკურნალობა ხდება როგორც კონსერვატიული (მედიკამენტური), ასევე ენდოსკოპიური და ქირურგიული ჩარევის გზით.
– რატომ უნდა მიმართოს პაციენტმა კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, რა გამოარჩევს სხვა კლინიკებისგან?
– კლინიკა ახალი სიცოცხლეში კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით. კლინიკა აღჭურვილია უახლესი ენდოსკოპიური აპარატურით (Olympus Exera III), რომელიც საშუალებას იძლევა დავადგინოთ საყლაპავის, კუჭის, 12გოჯა და მსხვილი ნაწლავის ნებისმიერი პათოლოგია, მათ შორის ნაადრევი სიმსივნური პროცესები ე.წ. IN SITU. აღნიშნული ენდოსკოპიური აპარატურით შესაძლებელია სხვა ბევრი მანიპულაციის შესრულება სხვადასხვა დაავადების მკურნალობის მიზნით.
ჩვენს კლინიკაში უკვე ტარდება ბარეტის საყლაპავის აბლაციური მკურნალობა ენდოსკოპიური მეთოდით, კარდიის ახალაზიის (კარდიოსპაზმი) მკურნალობა ბალონური დილატაციით, პოლიპექტომიები და ა.შ.
გარდა ამისა კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ გამოცდილი და თანამედროვე სამედიცინო დახმარებაზე ორიენტირებული ენდოსკოპისტები 24 საათის განმავლობაში მზად არიან დახმარება აღმოუჩინონ პაციენტს.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №21ა;
კლინიკა„ახალსიცოცხლეს“შეგიძლიათდაუკავშირდეთქოლ–ცენტრისდახმარებითნომერზე 577 05 99 00;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგ–ენდოსკოპისტს ირაკლი პაიჭაძეს ნომერზე 599 95 43 08;
გისურვებთ ჯანმრთელობას!