ელექტრონეირომიოგრაფია

ელექტრონეირომიოგრაფია

სიახლე კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ელექტრონეირომიოგრაფიული კვლევა უახლესი 2023წ-ის ავსტრიული “SURPASS-EMS Biomedical” აპარატით.

ელექტრონეირომიოგრაფიული  კვლევა გამოიყენება პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის,  შემდეგი ნოზოლოგიების დიაგნოსტიკის, დაავადების მიმდინარეობის და მკურნალობის მონიტორინგის შესაფასებლად

  • ნეიროპათიები:

პოლინეიროპათია (მემკვიდრული და შეძენილი), მონონეიროპათიები(მათ შორის გვირაბული, ტრავმული), პლექსიტი, რადიკულოპათია და ა.შ;                                                                                                                                                  

  • კუნთის მემკვიდრული და შეძენილი პათოლოგიები (პოლიმიოზიტი, მიოტონური დისტროფია, მიოპათია და ა.შ.);          
  • ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა (მიასთენია და მიასთენიური სინდრომები); 
  • მოტორული  ნეირონის დაავადებები (გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, სპინალური კუნთოვანი ატროფია და ა.შ).

კვლევა ტარდება ნათელი ცნობიერების მქონე პაციენტებში, რომლებსაც შეუძლიათ ინსტრუქციის ადეკვატურად შესრულება;

არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას, მინიმალურად ინვაზიურია, გრძელდება დაახლოებით 40-90წთ-მდე(დამოკიდებულია კვლევის ტიპზე).

 

სიმპტომები:

  • სისუსტე;
  • დაბუჟება;
  • მწველი ხასიათის ტკივილი კიდურებში;
  • ძალის დაქვეითება კუნთებში;
  • ატროფია კუნთების;
  • გამოსახულების გაორება;
  • ფტოზი;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • მეტყველების გაძნელება და ა.შ.                    

 

უკუჩვენება:

  • გულის ხელოვნური რიტმის გენერატორის ე.წ პეისმეიკერის არსებობა;  
  • ორსულობა.
 

კვლევის ჩატარება შესაძლებელია ორშაბათს და ხუთშაბათს. 

 

კვლევაზე ჩასაწერად გთხოვთ, წინასწარ დაგვირეკოთ ნომერზე: +995 577 059 900 ან +995 322 12 25 25

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!