თბილისის მერიის უფასო სკრინინგ-პროგრამა თბილისელებისთვის

თბილისის მერიის უფასო სკრინინგ-პროგრამა თბილისელებისთვის

უფასო დიაგნოსტიკური კვლევები კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ამოქმედდა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული უფასო სკრინინგ-პროგრამა. კვლევებით სარგებლობის საშუალება აქვთ მხოლოდ თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს (პირი, რომლის პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქალაქი თბილისი).

კოლორექტული კიბოს სკრინინგი გთავაზობთ მსხვილი ნაწლავის გამოკვლევას (50–70 წლის ქალებისა და მამაკაცებისთვის):

  • ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარება;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლონოსკოპიური კვლევა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღება;
  • აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიური კვლევა.

სარძევე ჯირკვლის სკრინინგი გთავაზობთ სარძევე ჯირკვლის კვლევას (40-70 წლის ქალბატონებისთვის):

  • ძუძუს  ფიზიკალური გასინჯვა; 
  • მამოგრაფიული  გამოკვლევა 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით);
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური კვლევა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგი (25-60 წლის ქალბატონებისთვის):

  • საშვილოსნოს ყელის დათვალიერება და PAP-ტესტის გაკეთება;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლპოსკოპიური კვლევა;
  • საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალისაღება;
  • აღებული ბიოფსიური  მასალის ჰისტოლოგიური კვლევა.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ჩაგიტარდებათ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება,  დაგხვდებათ უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურა და პროფესიონალ ექიმთა გუნდი. ჩვენთან მიიღებთ ამომწურავ, დროულ და კომპეტენტურ პასუხებს!

ზუსტი დიაგნოზი და დროულად დაწყებული მკურნალობა ამ დაავადებასთან ბრძოლის უმთავრესი ფაქტორია!

კიბო განაჩენი არ არის!


სკრინინგის პროგრამით სარგებლობისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 2 12 25 25 ან 577 059 900 .
გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ