ახალი სიცოცხლის ჭარბი წონისა და მეტაბოლური სინდრომის მართვის ცენტრი

ახალი სიცოცხლის ჭარბი წონისა და მეტაბოლური სინდრომის მართვის ცენტრი

აქცია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ, ჭარბი წონისა და მეტაბოლური სინდრომის მართვის აქციას, რომლის ფარგლებშიც შეძლებთ, ექიმ-ენდოკრინოლოგ/ნუტრიციოლოგის კონსულტაციის საფუძველზე, ჩაიტაროთ სრული კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა. ასევე, სპეციალისტების კონსულტაციები.

აქციით სარგებლობა შეგიძლიათ ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, 325-ის ნაცვლად, 220 ლარად!

აქცია მოიცავს შემდეგ კონსულტაციებსა და კვლევებს: 

  1. ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
  2. ბარიატრიული ქირურგის კონსულტაცია;
  3. HOMA Index-ის განსაზღვრა;
  4. TSH-ის ანალიზი;
  5. სრული ლიპიდური სპექტრის ანალიზი;
  6. დ-ვიტამინის ანალიზი.

ჭარბი წონა და ბარიატრიული ქირურგია

სიმსუქნე არის კომპლექსური დაავადება, როდესაც სხეულში დიდი რაოდენობით ცხიმია დაგროვებული. ის არამარტო კოსმეტიკური, სამედიცინო პრობლემაც არის, რომელიც ზრდის ისეთი მრავალი დაავადების რისკს, როგორიცაა:

  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის მაღალი დონე;
  • მეტაბოლური სინდრომი;
  • გულ–სისხლძარღვთა დაავადებები;
  • ინსულტი;
  • კიბო;
  • სუნთქვის პრობლემები;
  • გინეკოლოგიური პრობლემები (უშვილობა);
  • ერექციული დისფუნქცია და ლიბიდოს დაქვეითება;
  • არაალკოჰოლური ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება.

იგი უარყოფითად აისახება ჯანმრთელობასა და მის ხარისხზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ გაწუხებთ ჭარბი წონა ან წონასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები. როგორიცაა:

  • ძილის დარღვევები (სიმსუქნე ასოცირდება ძილის აპნოესთან, რაც არის დღის ძილიანობის და არასაკმარისი მშვიდი ძილის მიზეზი);
  • ზურგის და/ან სახსრების ტკივილი;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • სიცხის აუტანლობა;
  • დაღლილობა;
  • დეპრესია;
  • ქვემო კიდურების შეშუპება;
  • ინფექციები კანის ნაოჭებში;
  • ქოშინი.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ფუნქციონირებს ჭარბი წონის და მეტაბოლური სინდრომის მართვის ცენტრი, სადაც მუშაობენ კლინიკის წამყვანი სპეციალისტები:

  • ანა კოპალეიშვილი– ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი;
  • ჯაბა ბაბაევი- ზოგადი, ლაპაროსკოპიული და ბარიატრიული ქირურგი, ონკოქირურგი, ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი.

„ახალ სიცოცხლის“ ექიმებთან ერთად შესაძლებელია, ჭარბი წონის და მეტაბოლური სინდრომის როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული (ბარიატრიული) მკურნალობა.

პირველ ეტაპზე, პაციენტს ინდივიდუალურად განესაზღვრება მკურნალობის ტაქტიკა. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც კონსერვატიული მიდგომა უშედეგოა. ასეთ დროს მივმართავთ ქირურგიულ მკურნალობას.

ბარიატრიული ქირურგია გამოიყენება როგორც წონის დასაკლებად სიმსუქნის დროს, ასევე  შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2–ის სამკურნალოდ. აღნიშნული ოპერაციები ჩვენს კლინიკაში დიდი ხანია ტარდება. ბევრმა პაციენტმა სწორედ „ახალ სიცოცხლეში“ დაიწყო ახალი სიცოცხლე.

დაგვირეკეთ