დღის რეგისტრატორი

ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული   ცენტრის” კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“  აცხადებს  ვაკანსიას  შემდეგ თანამდებობაზე:

დღის რეგისტრატორი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია უმაღლესი სამედიცინო ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
  • საოფისე  კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
  • პრიორიტეტულია სამედიცინო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
 

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტთა ვიზიტის გაფორმება;
  • სამედიცინო პროგრამაში პაციენტთა რეგისტრაცია;
  • პაციენტის შესაბამის ექიმთან გადამისამართება.
 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მისამართი: თბილისი, ლუბლიანას ქუჩა N29.

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: 

Vacancy.Surgery@aversi.com  საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 ოქტომბერი.

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გამოაგზავნეთ რეზიუმე