biolitec
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინერგა ვარიკოზის მკურნალობა ლაზერული ტექნიკის გამოყენებით. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც განაკვეთების საჭიროება აღარ არის. მას ეწოდება “ლაზერული აბლაცია”.
მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით მხოლოდ ერთი ჩხვლეტით ნადგურდება.
ლაზერული აბლაციის შედეგად კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება. მაღალტექნოლოგიური შუქგამტარი შედის დაზიანებულ ვენაში და „აუქმებს“ მას ჭრილობის გარეშე. ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს. ამიტომ ოპერაციისგან განსხვავებით ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი გაყუჩებით, აღარ არის საჭირო პაციენტის დაძინება, ზოგადი ან სპინალური ანესთეზია. პაციენტი პროცედურის შემდეგ დგება და მიდის სახლში, შემცირებულია რეაბილიტაციის პერიოდი.
ლაზერული აბლაციის თანამედროვე ტექნოლოგია, რასაც ქირურგიის ეროვნული ცენტრი ფლობს, უმეტეს შემთხვევებში იგივე ეფექტურობით აღმოფხვრის პათოლოგიას, როგორც ოპერაცია. ამავე დროს კი ოპერაციისგან განსხვავებით უაღრესად კომფორტულია პაციენტისთვის. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ჩარევების მიზანი სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება და აღწერილი გართულებების თავიდან აცილებაა. ვენური გამობერილობების გაქრობა ხდება თავისთავად, ვინაიდან ნადგურდება პათოლოგიურად შეცვლილი ვენა, მისი შენაკადებიც იფუშება და იმ კოსმეტიკური პრობლემების 95% თავისთავად ქრება.