გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
სუბფებრილური ტემპერატურა (დამატებითი პასუხი) - კარდიოლოგია
13 მარტი 2019კითხვა: ცოტა ხნის წინ მოგწერეთ წელისა და გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილის და დაბალი ტემპერატურის შესახებ, თქვენ მითხარით ტომოგრაფია, რომელიც გაკეთებული მაქვს. ჩავიტარე მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია და დასკვნაში მიწერია შემდეგი: სპონდილოზი, სქოლიოზი, დეგერაციული ცვლილებები მალების ჩამკეტ ფირფიტებში.L2-L5 დისკების პროტრუზია, ორმხრივი საკროილეიტი. შესაძლოა აქედან იყოს ტკივილი და სიცხე?თუ მიზეზი სხვა რამაა ნეიროქირურგს თუ დავუჯერებ ამ დიაგნოზმა არ შეიძლება გამოწივიოს მსგავსი ტკივილი, და კიდევ შესაძლოა რომ ტკივილს სხვა მიზეზი ჰქონდეს და სიცხეს სხვაა ? დიდი მადლობა ზალიან დამეხმარებით
იხილეთ პასუხიკისრის ოსტეოქონდროზი - ნევროლოგია
13 მარტი 2019კითხვა: გამარჯობა კისრიდან მაქ ტკივილი თავიდან თავიც მტკიოდა ეხლა მთელ ხელხემალ მოყვება მარჯვენა ხელზეც გადადის თითქოოს თავიდან თითქოს ჭიანჭველები დაცოცავდნენ ხელზეე ადრე ფეხზეც მჭირდა იგივე მაგრამ ეხლა შემაწუხა ძაან და მტკივაა მარილები მაქ გადავიღე რენტგრნი ..დაა ვის უნდამივმართოო ??ან რა პროცედურა უნდა ჩავიტარო თავზე ვაპირებდი კომპიუტერის გადაღებას და მგონი თავი არაფერ შუაში არაა
იხილეთ პასუხიგინეკოლოგიური პათოლოგია (დამატებითი პასუხი) - გინეკოლოგია
12 მარტი 2019კითხვა: ისევ გაწუხებთ, წეღან დამავიწყდა მოწერა ასევე ტკივილი ჩაყვება მარჯვენა ფეხს წვივისკენ და კისრის ტკივილი კი მარცხენა ბეჭისკენ.ამაზე რა რჩევას მომცემდით? მადლობა წინასწარ?
იხილეთ პასუხისუბფებრილური ტემპერატურა - ნევროლოგია
12 მარტი 2019კითხვა: მოგესალმებით, 2-3 წელია მაქვს დაბალი ტემპერატურა 37.-37.3 ბოლო თვეებია დამეწყო წელის და გულმკერდის არეში (უკანა მხარეს) ძლიერი ტკივილები, რომელიც გადამდის ფეხში ექიმის მიტითებით ჩავიტარე ანალიზები სადაც სერიოზული არაფერია, რა შეიძლება იყოს სიცხის და ტკივილის მიზეზი და რის გაკეთებას მირჩევთ რომ დამისვან სწორი დიაგნოზი, ძალიან გთხოვტ იქნებ დამეხმაროთ
იხილეთ პასუხიედს - ბავშვთა ასაკის დაავადებები
12 მარტი 2019კითხვა: მოგესალმებით! 3 თვის ბავშვს ავუცერით გეგმიურად,სამი დღე 39-38 ჰქონდა ტემპერატურა...მეხუთე დღეს გავუკეთეთ სისხლის ანალიზი და პასუხში აქვს მაღალი როე 25.ხოლო ჰემოგლობინი-104...რას მეტყვით ამაზე?რამდენად საშიშია ეს პასუხი?მადლობა
იხილეთ პასუხივაგინური კანდიდოზი - გინეკოლოგია
11 მარტი 2019კითხვა: გამარჯობა. პაპტესტის პასუხია შემდეგი: ინტრაეპითელური დაზიანება ან ავთვისებიანი პროცესი აღინიშნება (?) ეპითელარული უჯრედების ანომალია: ბრტყელუჯრედოვანი. ჯირკვლოვანი ციტოლოგიური აღწერა: ნანახია ბრტყელი ეპითელის ზედაპირული და შუამდებარე უჯრედები. დოდერლეინის ჩხირები და ლორწო დიდი რაოდენობით. მეტაპლაზიური უჯრედები და სოკოს მიცელიუმეტები საშუალო რაოდენობით. ჯირკვლოვანი ეპითელი საკმაო რაოდენობით - მათ შორის უჯრედები ატიპიური ბირთვებით: გადიდებული ჰიპერქრომული ბირთვებით. ციტოპათოლოგიური დიაგნოზი: ჯირკვლოვანი ატიპია. ბრტყელუჯრედოვანი მეტაპლაზია. კანდიდა გთხოვთ ამიხსნათ რას ნიშნავს ეს დიაგნოზი და საშიშია? მადლობა
იხილეთ პასუხი