გინეკოლოგიური პათოლოგია (დამატებითი პასუხი) - გინეკოლოგია

კითხვა: ისევ გაწუხებთ, წეღან დამავიწყდა მოწერა ასევე ტკივილი ჩაყვება მარჯვენა ფეხს წვივისკენ და კისრის ტკივილი კი მარცხენა ბეჭისკენ.ამაზე რა რჩევას მომცემდით? მადლობა წინასწარ?
პასუხი:

მოგესალმებით,
თუ თქვენს წინა ჩივილებს დავურთავთ ახლანდელ სიმპტომებსაც, იკვეთება ორი სხვადასხვა ტიპის პათოლოგია.
ერთი, რომელიც წინა შეტყობინებაშიც მოგახსენეთ, ანუ გინეკოლოგიური პრობლემები და მეორე – ხერხემლის სვეტის პათოლოგია ( შესაძლო ოსტეოქონდროზი, რომელიც ასევე ვივარაუდეთ ჩამონათვალში) .
შესაბამისად, რაკი გინეკოლოგიური პათოლოგია უფრო მეტად გამოკვეთილია, პირველ რიგში საჭიროებთ გინეკოლოგთან კონსულტაციას. ხოლო, ამის შემდეგ აუცილებელია, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩართოთ ნევროლოგი.
რა თქმა უნდა შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.
ნევროლოგთან ვიზიტისას თუ გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა