გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ნეფროლითოტომია
22 მაისი 2018კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს თქვენს კლინიკაში თუ ტარდება თირკმლიდან კენჭის ამოღების (პერკუტანეული ნეფროლითოტომია) ოპერაცია. და რა ღირს მისი გაკეთება. მიახლოებით მაინც?
იხილეთ პასუხიარაქნოიდული ცისტა
22 მაისი 2018კითხვა: თქვენთან აქციის პირობებში ჩავიტარე თავის ტვინის კტ.კვლევა, ნევროპათალოგთან კი ვიყავი, მაგრამ ეს პასუხი მერე მომცეს. მაინტერესებს რამდენად საყურადღებოა დაგიწერთ პასუხს თავის ტვინის პერივენტრიკულური თეთრი ნივთიერებიის სიმკვრივე, ნორმასთან ორმხრივ ზომიერად დაქვეითებულია, მარჯვნივ ბაზალურად საფეთქლის წილში ისახება არაქნოიდული ცისტა განივი ზომით 27მმ-14მმ, სილვის ნაპრალისა და კუნძულის ცისტერნები ორმხრივ გაფართოებულია, დასკვნა ასეთია: თავის ტვინის ქერქული ატროფიული ცვლილებები, არაქნოიდული ცისტა მარჯვენა ჰემისეფროში
იხილეთ პასუხიფრიგიდულობა
22 მაისი 2018კითხვა: საკეისროს მერე უკვე 4 თვეა მეუღლესთან ურთიერთობა არ მაქვს.არ მინდა,ვცადეთ და ვერ შევძელი და მერე მეუღლესაც სურვილი აღარ აქვს მე როდესაც არ ვაქტიურობ.მეშველება რამე თუ თავი მოვიკლა:)
იხილეთ პასუხიორსულობისას ნაყოფის კისტა
22 მაისი 2018კითხვა: გამარჯობა ,ვარ 16 კვირის ორსული ეხოზე მითხრეს ბავშვს აქვს თავის ტვინზე კისტა მაინტერესებს რამდენად საშიშია სამომავლოდ და თუ გაიწოვება ორსულობის პერიოდში ეს კისტა ? მომავალში რა საშიშროებას უნდა ველოდოთ შეიძლება თუ არა ბავშვის დაბადების შემდეგ ისევ განვითარდეს კისტა თავის ტვინზე იმ შემთხვევაში ორსულობის პერიოდში რომ გაიწოვოს
იხილეთ პასუხიპოლაკიურია ( გახშირებული შარდვა )
22 მაისი 2018კითხვა: გამარჯობა გაკეთებული მაქვს პროსტატის ჯირკვალზე ოპერაცია ვარ 66 წლის ოპერაციამდეც ხშირი შარდვა მქონდა და ეხლაც და როგორ მოვიქცე?
იხილეთ პასუხითავის ტვინის ტრავმა
22 მაისი 2018კითხვა: გამარჯობა. 1დღის წინ წავიქეცი და კედელს მიივარტყი თავი.მარცხენა ყურში სმენა აღარ მაქვს.მაინტერესებს ამ შემთხვევაში აღდგება სმენა? თუ რამე ზომებს უნდა მივმართო?ტვინის შერყევის ნიშნები არ მაქვს.
იხილეთ პასუხი