შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


თვალების ტკივილი

07 ივნისი 2018

კითხვა: გამარჯობა... შეკითხვა მაქვს ოფთალმოლოგთან. ბავშვობიდან ხშირად მქონდა ანთება ალბუციდის დახმარებით გამოვდიოდი მდგომარეობიდან. დაახლოებით 2 წლის წინ ვიყავი ექიმთან და დამინიშნა სათვალე უმნიშვნელო ნომრით საკითხავი +0,75 მაგრამ არ მიშველა პირიქით მომიმატა თავის ტკივილები. ეხლა აშკარად ვგრძნობ პრობლემა მაქვს ისევ მწვავე. გამიხშირდა თვალების წვა და ქავილი. მკვეთრი შუქი, მზეზე გასვლაც საშინელ დისკომფორტს მიქმნის და თავს მატკიებს. როგორ მოვიქცე? რა შეიძლება იყოს მიზეზი? შეიძლება იფიქროთ აქ დაწერას ჯობდა ექიმთან მისულიყავიო მაგრამ როცა მივედი შედეგი არ მქონდა

იხილეთ პასუხი

მიოკარდიუმის ინფარქტი

07 ივნისი 2018

კითხვა: გამარჯობა,37 წლისამ მივიღე პირველი ინფაქტი სუსტი ფორმით,სახსრების გამო ბოლომდე ვერ ვიმკურნალე,მეორე უფრო რთული ფორმით 44 წლის ასაკში,მთელი მარცხენა მხარე ვიყავი უამრავი ჩატრომბილი წერტილებით სახის არეშიც კი,დაახლოებით 7 საათი მოძრაობის უნარი არ მქონდა და მარცხენა გულის არის გაუსაძლისი ტკივილი, თითქოს დანის წვერით გულს მისერავდნენ,ეს მკურნალობაც ბოლომდე ვერ დავისრულე, მის შემდეგ მუდმივი ყრუ ტკივილი მაქვს,თუმცა ხშირია მომატებული ტკივილი და გადადის მკერდის ძირთან წვაში,ძალიან მალეც ვიღლები და სულ მეძინება,ბოდიშით შეიძლება უაზრო კითხვა დაგისვა,თქვენი აზრით შეიძლება იყოს საშიშრობა,ან არსებობს ისეთი წამალი რომ ცოტა ძილიანობა მომეხსნას? როდესაც მეძინება უფრო მემატება ტკივილი,ბოდიშით თუ ბევრი და გაურკვეველი რამ მოგწერეთ

იხილეთ პასუხი

არითმია

07 ივნისი 2018

კითხვა: მაქვს არითმია რა წამალი უნდა მივიღო

იხილეთ პასუხი

პარკინსონი

07 ივნისი 2018

კითხვა: გამარჯობა 52 წლის მამაკაცს უკანკალებს მარცხენა ხელი და მარცხენა ფეხსაც ვერ იმორჩილებს, ორი თვე ექიმის დანიშნულებით იმკურნალა პარკინსონზე თუმცა შედეგი არ აქვს უფრო მეტად უკანკალებს ხელი. ამ შემთხვევაში რა გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს, რომ თავიდან ავიცილოთ უშედეგოდ მკურნალობა??

იხილეთ პასუხი

საკვერცხის კისტა, სითხე დუგლასის ფოსოში

06 ივნისი 2018

კითხვა: მოგესალმებით. ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ. გავიკეთე ულტრაბგერითი გამოკვლევა. საშვილოსნო საერთო ზომებით. 77X32X40მმ.სხეული ზომით 44X32X40მმ.ყელის სიგრძე 33მმ.მიომეტრიუმის სტრუქტურა ერთგვაროვანი. ენდომეტრიუმის სისქე 4.5მმ.კონტურები მკაფიო. სტრუქტურა ერთგვაროვანი. ღრუ თავისუფალი ენდოცერვიკალური არსი დეფორმაციის გარეშე. საკვერცხეები ზომით: მარჯვენა 35X19X21მმ.მასში ისახება მკაფიოკონტურიანი ჰომოგენური შიგთავსის მქონე კისტა ზომით 22მმ.მარცხენა 36X16X17მმ. ნორმალური ექოსტრუქტურის. დუგლასის ფისოში გამოვლინდა უმნიშვნელო რაოდენობით სითხე. მაინტერესებს ეს კისტა შეუშლის ხელს დაორსულებას.? და რამდენად საშიშია. გთხოვთ მიპასუხოთ. ეკა 41 წლის. .

იხილეთ პასუხი

ჰემატომა (სისხლჩაქცევა)

06 ივნისი 2018

კითხვა: გამარჯობა მყავს ტრამვირებული შვილი 4 წლის უკან დაეჯახა მანქანა.თავში ქონდა სისხლჩაქცევა მეოთხე პარკუჭში.მაინტერესებს არის თუ არა საჭირო ისევ ტომოგრაფია.ან ასაკის მატებასთან ერთად ხო არ წარმოიქმნება რაიმე სახის პრობლემები.

იხილეთ პასუხი