გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
ვიზიტი მამოლოგთან
19 ივნისი 2018კითხვა: გამარჯობა, მამოლოგთან მაქვს შეკითხვა ძალიან ვნერვიულობ და სანამ მივალ კონსულტაციაზე (ციკლის შემდგომ პერიოდს ველოდები მოსასვლელად) იქნებ მიპასუხოთ. ვარ 26 წლის, შვილი არ მყავს ჯერ,პირველი ორსულობა 8 თვის წინ სამწუხაროდ შემიწყდა და აბორტი დამჭირდა, მის მერე ჯერ თავს ვიკავებ გარკვეული პერიოდი. ახლახანს დავაკვირდი რომ მარჯვენა ძუძუ მაქვს შესამჩნევად დიდი ვიდრე მარცხენა და შესიებულივით მაქვს, ხელით გასინჯვით რაიმე შარიკისმაგვარი არ ისინჯება უბრალოდ ცოტა სიმკვრივეს ვგრძნობ იღლიის მხარეს მაგრამ ცალკე გამოყოფილად არ იგრძნობა ანუ მთლიანობაშია გამაგრებულივით, თუმცა რბილი მკერდი ისედაც არ მაქსვ ანუ მეორეც არაა რბილი უბრალოდ მარჯვენა საგრძნობლად დიდია ზომაში და უ ფრო შემაგრებული. ტკივილი არ მაქვს საერთოდ არც არანაირი გამონადენი არ მქონია არასდროს. ეს ზომაში გადიდება და სიმკვრივე ძალიან საშიშია? არ მინდა ნერვებს ავყვე მაგრამ რაც დავაკვირდი სხვა ვერაფერზე ვფიქრობ და ინტერნეტშიც ისეთი რაღაცეები წერია უფრო გული მისკდება რამე სიმსივნური არ იყოს... გენეტიკაში მსგავსი არაფერი გვქონია არც ერთი მხრიდან მაგრამ მაინც. აი ჭვალივით მაქვს თითქოს ესე ვგრძნობ ოღონდ ძაან უმნიშვნელოდ თუ არ მივაქციე ყურადღება ვერც ვიგებ დამძიმებულივით მაქვს და თითქოს ყრუდ ჭვალი მადგას. არც მკლავის ტკივილი არც მხრის არ მაქვს. აქვე დავამატებ რომ ბავშობიდან მქონდა სქოლიოზი და მოხრილიც ვარ თუ შეიძლება რომ კავშირში იყოს... იმედია კარგად ჩამოგიყალიბეთ რაც მაწუხებს და ძალიან დამავალებთ თუ მიპასუხებთ, თვის დასაწყისში აუცილებლად მივალ კონსულტაციაზე მაგრამ მანამდეც რომ ვიცოდე რა შეიძლება იყოს ამ სიმპტომებით. დიდი მადლობა წინასწარ.
იხილეთ პასუხივიზიტი ნევროლოგთან
19 ივნისი 2018კითხვა: მოგესალმებით,ღმერთი თქვენსკენ ,ჩემს მეუღლეს ბოლო რამდენიმე თვეა დაეწყო მეტყველების არევა,სიარულის დარღვევა(რამდენჯერმე წაიქცა),მაღალი არტერიული წნევები ,თან დაერთო არითმია წნევები ასდიოდა 180/110 -ზე,ხშირი თავის ტკივილები,გაუკავდა მარჯვენა მკლავი,ახლა მარცხენას ტკივილიც დაეწყო,კარდიოლოგთან ნევროპათოლოგთან გაგვიშვა ,რომელმაც დაუდგინა ნევროზის უმძიმესი ფორმა ,ერთვიანი მკურნალობა დაუნიშნა ,დავამთავრეთ მაგრამ შედეგი არანაირი,წნევები თითქოს 140-მდე ჩამოვიდა, ნევროზის ფორმა რჩება თან ბოლო რამდენიმე დღეა უძილობა აწუხებს ,არის ნაავარიევი თავის მძიმე ტრამვითა და ხერხემლის რამდენიმე მორჩის მოტეხილობით,მირჩიეთ როგორ მოვიქცეთ
იხილეთ პასუხიუშვილობა
19 ივნისი 2018კითხვა: გამარჯობა თქვენთან ერთი კითხვა მაქვს , შვილი მყავს 7 წლის უკვე ერთი წელია მეორე შვილზე ფიქრი დავიწყეთ და ვერ ვრჩები ორსულად ფოლიკულა მწიფდება და სკდება ციკლი აბსოლიტურად მოწესრიგებული მაქვს რაზე შეიძლება ეჭვი მივიტანოთ ან ვის მივმართოთ?
იხილეთ პასუხიბრონქიტი
19 ივნისი 2018კითხვა: 2 თვის წინ 3 წლის ანდრია,ბრონქებზე მკურნალობდა,მეორე წელია უმწვავდება.რომელი კურორტია მისთვის ყველაზე სასარგებლო.ვცხოვრობთ დასავლეთში.
იხილეთ პასუხილიმფური კვანძების გადიდება
19 ივნისი 2018კითხვა: გამარჯობა, ორი წლის ბავშვს კეფაზე და ოდნავ ქვემოთ კისერთან bf44შევამჩნიე პატარ პატარა ჯირკვლები, გარედან არ ეტყობა და ხელს რომ გადაუსვამ თითქოს მცირე ზომის შარიკებივით აქვს რამოდენიმე. სისხლის საერთო ანალიზში არაფერია ცვლილება.გთხოვთ მითხრათ რომელ სპეციალისტს მივმართო და რა შეიძლება იყოს ?
იხილეთ პასუხისპონტანური აბორტი
19 ივნისი 2018კითხვა: გამარჯობა , 23 მარტს მომეშალა მუცელი .. ციკლის მიხედვით რვა კვირამდე უნდა ვყოფილიყავი .. არ დამჭირვებია არანაირი ჩარევა ნაყოფი თავისით ჩამოიშალა .. ამის შემდეგ ამერიაა ციკლი .. პირველ თვეს ხომ ისედაც არეულად მომივიდა , მეორე თვეში დამიგვიანა , მესამე თვეს 10 დღით ადრე მომივიდა და 6 დღის ნაცვლად 4 დღე მქონდა .. მაინტერესეებს როგორ შეიძლება ვუმკურნალო ამას .. ან შეიძლება თუარა ჩასახვა მოხდეს ესე არეული ციკლის დროს ? მადლობა ყუადღებისთვის
იხილეთ პასუხი