მოგესალმებით,
ასეთ სერიოზულ საკითხზე, დისტანციურად ძალიან რთულია პასუხის გაცემა.
აუცილებელია, უშუალო ვიზიტისას ობიექტურად შეფასდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, გასათვალისწინებელია ჩივილები, ტკივილის ხასიათი, დაავადების შედეგები, ტკივილის ინტენსივობა–ლოკალიზაცია, გარდამავალი ფაქტორები, გარემოებები რომლებიც აძლიერებენ ტკვილს ან იწვევენ მდგომარეობის გაუარესებას, თანმხლები შეგრძნებების ერთობლიობა, ამასთან, უშუალოდ ნევროლოგმა უნდა ნახოს თუ გაქვთ რაიმე სახის კვლევა ჩატარებული, მათი პასუხები, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ჩატარდეს განმეორებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, მაგალითად მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, რათა მოხდეს ცვლილების შედარება.
არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელსაც ასე ვირტუალურად ვერ გავცემთ პასუხს.
ამიტომ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგ ნანა ღვალაძესთან კონსულტაციაზე, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ მეუღლისათვის შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვასა და გამოჯანმრთელებაში.
თუ ვიზიტისას საჭირო იქნება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უპრეცედენტო ფასდაკლებები, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!