შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


თავის ტვინის ანევრიზმა

23 ივლისი 2018

კითხვა: გამარჯობა. დამიდგინდა თავის ტვინის ანევრიზმა და მაინტერესებს როგორ ხდება მისი განკურნება ან რა ჯდება მიახლოებითი ფასი და ამ ავადმყოფობას თუ აფინანსებს სახელმწიფო. მადლობა წინასწარ.

იხილეთ პასუხი

ქუსლების ტკივილი

23 ივლისი 2018

კითხვა: მაწუხებს ქუსლების ტკივილი გავიკეთე დოპლერი მაქვს ვენების ქრონიკული უკმარისობა მაგრამ მითხრეს რომ ეს არ არის ამის ბრალი რომელ ექიმს უნდა მივმართო

იხილეთ პასუხი

კორონაროგრაფია

23 ივლისი 2018

კითხვა: მაწუხებს გული. კორონოგრაფია მაქვს გასაკეთებელი. კეთდება თუ არა თქვენს კლინიკაში კორონოგრაფია და თუ კეთდება, რა ღირს? შეიძლება თუ არა კალკულაცია ელ.ფოსტით გამომიგზავნოთ? კალკულაცია მჭირდება დაფინანსების გასაკეთებლად. გამგეობაში უნდა ვითხოვო.

იხილეთ პასუხი

ბავშვთა კარდიოლოგია

23 ივლისი 2018

კითხვა: გამარჯობა. წინასწარ გიხდით მადლობას პასუხზე. საქმე რაშია, მყავს 11 წლის ბიჭი, საკმაოდ სპორტული , მოცეკვავე. ხანდახან, მაგრამ არა ხშირად განიცდის ტკივილს გულის არეში, ისე რომ ხელს წაივლებს გულზე და მწარდება ტკივილისგან, ეს ტკივილი გრძელდება სულ რამოდენიმე წამით, მერე ქრება თითქოს არაფერი ყოფილაო.ეს არ ხდება დაღლილობის ფონზე, რა შეიძლება იყოს, ამ ინფორმაციით თუ რამის თქმა შეიძლება იქნებ მომწეროთ როგორ მოვიქცე . მადლობთ.

იხილეთ პასუხი

თითის დაბუჟება

23 ივლისი 2018

კითხვა: მარჯზნა ფეხზე დიდ თითთან მაქვს გაბუჟება,ხელის გასმისას თითქოს დენი მარტყამს.დოპლეროსკოპია გავიკეთე და არაფერი პრობლემა არ გაქვსო ვენური და თრომბოზული.რა შეიძლება იყოს ეს?

იხილეთ პასუხი

ჰიპერპროლაქტინემია

23 ივლისი 2018

კითხვა: მოგესალმებით, ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ერთი წელია გათხოვილი ვარ, ორსულობა ჯერ არ დამდგარა, ვიყავი ექიმთან, სისხლის ანალიზში ცვლილებები არ მაქვს, ეხოსკოპიით რაიმე პათოლოგია არ დაფიქსირებულა, გავიკეთე პროლაქტინის ანალიზი და ძალიან მაღალი მაქვს, მჭირდება თუ არა დამატებითი გამოკვლევები და რა სახის თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ? რამდენად სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავარ? ძალიან ვნერვიულობ, გმადლობთ

იხილეთ პასუხი