შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

01 მაისი 2019

კითხვა: მაწუხებს მაღალი წნევები, ვსვავდი ინდეპამიდს 2,5 მაგრამ სულ მქონდა 170 110 ზე, ახლა ვიღებ ნიფედიპინს ,რომელსაც ჩამოყავს წნნევა 140 90,წამლის გასვლის შემდეგ, თუ არ მივიღე ეს წამალი ისევ მიწევს 170 მდე, მეყინება ფეხები,სახეც მიშუპდება თვალებს ქვეშ, გთხოვთ მირჩიოთ მედიკამენტი,რომლის თანხაც იქნება ჩემთვის ხელმისაწვდომი, ვარ 59 წლის

იხილეთ პასუხი

მამოპლასტიკა - მამოლოგია

30 აპრილი 2019

კითხვა: გამარჯობა, 1 თვეა რაც გავიკეთე მამოპლასტიკა, ჭრილობა არ ხორცდება, სისტემატიურად მოდის სითხე (ლიმფა) წვეთებები, ვფიქრობ ეს უშლის ხელს ჭრილობის დახურვას, გაჩერდება რამდენიმე დღე, ჭრილობაც უკეთესადაა მაგრამ მერე ისევ იწყებს წვეთვას, სისხლძარღვები არ ხორცდება წესიერად. აღარ ვიცი უკვე რა ვქნა, მაინტერეს ებს რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს ტველაფერი და მაქსიმუმ, ყველაზე ცუდი რა შეიძლება გამოიწვიოს ამან? რამე ხომ არ დამემართება მკერდში? გთხოვთ დამეხმარეთ, მადლობა წინასწარ

იხილეთ პასუხი

აუტანელი ქავილი - დერმატოლოგია

30 აპრილი 2019

კითხვა: გამარჯობა. უკვე რამდენიმე თვეა მაწუხებს აუტანელი ქავილი მთელს სხეულზე. თავიდან მეგონა ალერგია მქონდა მაგრამ ანტიალერგიულმა პრეპარატმა ვერ მიშველა. შემდეგ უფრო გამძაფრდა ქავილი. ხელის თითებს შორის ქავილის შემდეგ პატარა ბურთულაკები მიჩნდება რომელიც სკდება და ისევ იჩენენ თავს. იქნებ მირჩიოთ რა შეიძლება ვიხმარო, მალამო ან რაიმე პრეპარატი ლამისაა გამაგიჟოს ამ მდგომარეობამ

იხილეთ პასუხი

ჭარბი წონა - ენდოკრინოლოგია

30 აპრილი 2019

კითხვა: გამარჯობათ. ჩემი პრობლემა ზედმეტი წონაა,მინდა დაკლება და ვეძებ რომელიმე ეფექტურ დიეტას და იქნებ თქვენ მირჩიოთ როგრ მივიქცე? პარალელურად ვვარჯიშობ და ვფიქრობ სასურველი იქნება თუ ჯანსაღი გზით დავიკლებდი.

იხილეთ პასუხი

სხივური თერაპია - კომპიუტერული ტომოგრაფია

30 აპრილი 2019

კითხვა: მოგესალმებით, თქვენს კლინიკაში თუ არის შესაძლებელი ღვიძლის კარცინომის სხივური თერაპია? და თუ არის, რა სახის (კატე-ჰდრბტ, ზირტ, კიბერდანა)? წინასწარ მადლობა პასუხისათვის! პატივისცემით

იხილეთ პასუხი

დემოდეკოზი - ოფთალმოლოგია

30 აპრილი 2019

კითხვა: თვალზე დემოდეკოზის მკურნალობის შედეგად ( ბლეფაროგელი2) მოხდა წამწამების ფოლიკულების ჰიპერპლაზია. დახშულის გარქოვანებული მასით. ერთი წელია არანაირი ცვლილება. არის რამე საშველი? წამწამები ამოდის სხვადასვა მიმართულებით.

იხილეთ პასუხი